Guest Georgia Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 იანე ანდერსენმა სოლნას „ფრენდს არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან მოგებული (1:0) მსოფლიოს 2022 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა. მსგავსი: შვედური გამოცემა - ბოლოს, სუნთქვაშეკრულები ვისხედით და კანკალით ველოდით მეკარე ნორდფელდტის სეივს #1TVSPORT შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შედეგით კმაყოფილი კი დარჩა, მაგრამ საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა. „მიუხედავად გამარჯვებისა, თამაშის თვალსაზრისით, დღეს სასიხარულო არაფერი იყო. ფეხბურთელების ძალისხმევით მე იმედგაცრუებული დავრჩი. ბევრი რამ არის, რაც არ მომეწონა. ძალიან ცუდად ვმოძრაობდით. რა თქმა უნდა, ბედნიერები არ ვართ“, – განაცხადა იანე ანდერსონმა. შვედების მთავარმა მწვრთნელმა მატჩში ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდი გაიხსენა: „შეხვედრის ბოლოს მეკარე ნორდფელდტმა გადაგვარჩინა. ამ დროს საკმაოდ ავვნერვიულდი. მეორე ტაიმი არასასიამოვნო იყო. უხერხულობა ის არის, რომ ზოგჯერ შეიძლება ანგარიში 1:0 წაიყვანოთ და იგრძნოთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, არ არის ასე. დღეს ჩვენ დამაჯერებელ მოგებას ვერ მივაღწიეთ. ეს უსიამოვნო გრძნობა იყო“. იანე ანდერსონმა მატჩის დაწყებამდე გარკვეული შეშფოთება გამოთქვა იმაზე, თუ როგორ შეთამაშდებოდნენ შეტევის წყვილი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალექსანდრე ისააკი. მან კომენტარი ამაზეც გააკეთა: „ორივეს კლუბი ერთი თავდამსხმელს იყენებს და თავიდანვე აშკარა იყო, რომ ორი ვარჯიშის შემდეგ ამ კუთხით ყველაფერი კარგად არ იქნება. იყო რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ, ვფიქრობ, მთლიანობაში, თავდამსხმელები კარგად ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შემტევი წყვილი, რომელსაც მომავალში კარგი საქმის გაკეთება შეუძლია“. The post შვედეთის ნაკრების მწვრთნელი – მეორე ტაიმი არასასიამოვნო იყო, ბოლოს საკმაოდ ავნერვიულდი #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა