Guest Merlin Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 Wirex-ი რეგისტრაციის პროცესს დროებით აჩერებს. აღნიშნული გადაწყვეტილება კრიპტოვალუტის ბირჟამ მარეგულირებელთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. ლონდონში დაფუძნებულმა ციფრული ვალუტისა და FinTech კომპანია Wirex-მა განაცხადა, რომ იგი მომსახურებას აღარ უზრუნველყოფს. კომპანიამ განაცხადა, რომ ამის მიზეზი ახალი პროტოკოლის დანერგვის ტექნიკრი სამუშაოებია. პროტოკოლი კი ციფრული ვალუტის გამოყენებით ფულის გათეთრებისთვის ხელის შეშლას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ ბირჟა დანერგავდა პროტოკოლს აღნიშნული განახლებით ადგილობრივი მარეგულირებლის მოთხოვნები დაკმაყოფილდებოდა. Wirex–ი და სხვა კომპანიები ამჟამად მარეგულირებელთან თანამშრომლობენ. თანამშრომლობის მიზანია დიალოგის გზით არსებული სისტემის მოწესრიგება და განვითარება, რაც ცალსახად ორმხრივად მომგებიანი წინადადებაა. შეგახსენებთ, რომ 2021 წლის დასაწყისში ციფრული ვალუტის ისეთმა უმსხვილესმა კომპანიებმა, როგორიცაა: Binance.UK, Coinbase, CryptoCompare, რიპლი, eToro, Electroneum, Simmons & Simmons-ი ასოციაცია შექმნეს და სტრატეგიული მიმართულებით გაერთიანდნენ. ამ ეტაპზე გაერთიანებული სამეფოს მთავრობის კრიპტო პოლიტიკის შემქმნელებთან ასოციაციის წევრები მარეგულირებელი სისტემის საკითხზე მუშაობენ. The post კრიპტო ბირჟა Wirex-ი დიდ ბრიტანეთში მომსახურეობას დროებით აღარ უზრუნველყოფს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა