Guest Merlin Posted 26 მარტი, 2021 Posted 26 მარტი, 2021 ციფრული ვალუტის ბაზრის ანალიტიკოსი, ნანდან ნილეკანი ამბობს, რომ კრიპტოვალუტას ინდოელების დახმარება შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას Moneycontrol-ი ავრცელებს. ცნობილი ინდოელი მეწარმე და მთავრობის მრჩეველი, ნანდან ნილეკანი მთავრობას მოუწოდებს, რომ დაეხმაროს ინვესტორებს და მთლიანად მოსახლეობას ციფრული ვალუტის მიღებაში. ის ფიქრობს, რომ ეს ქმედება ადამიანების მომავლისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ნანდან ნილეკანი ასევე არის ინდოეთში სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც ქვეყანაში ციფრული გადასახადების შემფასებელია. ის ასევე არის რამდენიმე სამთავრობო უწყებისა და ინდოეთის სარეზერვო ბანკის მრჩეველი. ერთ-ერთი დისკუსიის დროს ნანდან ნილეკანი მხარს უჭერდა ქვეყანაში კრიპტოვალუტების გამოყენებას. იგი ამტკიცებდა, რომ ინდოელებს კრიპტოვალუტა აუცილებლად უნდა ჰქონოდათ. ”ჩვენ, ციფრულ ვალუტაზე, როგორც აქტივების კლასზე ისე უნდა ვიფიქროთ. ხალხს საშუალება უნდა მივცეთ ფლობდნენ კრიპტოვალუტას, რადგან ციფრული ვალუტა, ეს არის კაპიტალი”,- აღნიშნა ნანდან ნილეკანმა. შეგახსენებთ, რომ ნადან ნილეკანი მსხვილი ტექნიკური კომპანიის, Infos-ის თანდამფუძნებელია. The post კრიპტო ანალიტიკოსი: ინდოეთის მთავრობა მოსახლეობას კრიპტოვალუტის მიღებაში უნდა დაეხმაროს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა