Guest Merlin Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 Microsoft-ის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი კერძო კომპანიების მიერ ციფრული ვალუტების გამოშვებას არ ემხრობა. მისი აზრით, მონეტარულ საქმიანობას მხოლოდ სახელმწიფოები და ცენტრალური ბანკები უნდა აწარმოებდნენ. ამის შესახებ სმიტმა საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) მიერ მოწყობილ კონფერენციაზე განაცხადა. Microsoft-ის პრეზიდენტის აზრით, სავალუტო ოპერაციებს უნდა აკონტროლებდნენ სახელმწიფო ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაც საზოგადოებრივი კეთილდღეობის დაცვას ემსახურება. ფულის მასა უშუალოდ სამთავრობო ორგანოებისა და ცენტრალური ბანკების ზედამხედველობის ქვეშ უნდა იყოს. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ვირტუალური ვალუტები სულ უფრო პოპულარული ხდება და თანდათან ინერგება საგადასახადო სისტემებში. სმიტი ფიქრობს, რომ ამის გამო ფულზე კონტროლის დაკარგვის რისკი ყველა სახელმწიფოსთვის არსებობს. „მე არ ვარ მომხრე, რომ ციფრული ვალუტები კერძო ტექნოლოგიურმა ფირმებმა გამოუშვან. მრავალი საუკუნის მანძილზე ამას სახელმწიფო აკეთებდა. ჩვენ არ ვართ ბანკი და არ გვსურს რომ ბანკი გავხდეთ, ჩვენ არ გვინდა კონკურირება ჩვენს კლიენტებთან, რომელთა შორის ბანკებიც არიან.“- თქვა სმიტმა. სმიტის კომენტარები ნაწილობრივ ემთხვევა Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეითსის პოზიციას. ადრე ის კრიპტოვალუტების სასტიკი მოწინააღმდეგე იყო. თუმცა ცოტა ხნით ადრე განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება შეიცვალა და ახლა ის „ნეიტრალურია“. წყარო:https://cointelegraph.com The post Microsoft-ის პრეზიდენტი:„ციფრული ვალუტები კერძო ფირმებმა არ უნდა გამოუშვან.“ appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა