Guest Georgia Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 სუპერლიგის მე-17 ტური 25 მარტს ბათუმში დასრულდა. აჭარის დედაქალაქს გათამაშების ლიდერი „რუსთავი“ ესტუმრა და სუპერლიგაში მეორე მარცხი განიცადა. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ბათუმელებმა მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვეს, რითაც სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესეს. ქვემოქართლურ გუნდს ამ მატჩამდე 14 მოგება და 1 მარცხი ჰქონდა, მდევარ „ქუთაისს“ კი მოგება-წაგებათა შეფარდება 12-4-ზე აქვს. შესაბამისად, თუ ყველა თამაში არ წააგო, „რუსთავი“ რეგულარულ ჩემპიონატს პირველ ადგილზე დაასრულებს. პირველი პერიოდის შემდეგ ქვემოქართლელები 7 ქულით იგებდნენ, მეორე ათწუთეულში კი „ბათუმმა“ გათანაბრება მოახერხა და დიდი შესვენების წინ ანგარიში გათანაბრდა – 37:37. მესამე მეოთხედი თანაბარი გამოდგა და ყველაფერი ბოლო ათწუთეულში გადაწყდა. მასპინძლებმა მეტი მობილიზებით ჩაატარეს დასკვნითი წუთები და საბოლოოდ 7 ქულით – 79:72 გაიმარჯვეს. ბათუმელებს 14 ქულითა და 14 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. ბომბარდირი 25 ქულით ტომას ვაილდერი გახდა. 18 ქულა პირად ანგარიშზე ნემანია კაპეტანოვიჩმა ჩაიწერა. რუსთაველთაგან 18 ქულითა და 10 მოხსნით საუკეთესო იყო ჯილან ვაშინგტონი. 14 ქულა, 14 პასი და 7 პასი მალიქ უაითმა მიითვალა, ხოლო მაიკლ დევისის ანგარიშზე 18 ქულა დაგროვდა. მე-18 ტურის მატჩები 28, 29 და 30 მარტს გაიმართება. gbf.ge The post სუპერლიგა | „რუსთავმა“ სეზონში მეორე მარცხი ბათუმში განიცადა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა