Guest Merlin Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო IX კლასის ყველა საგნისა და დაწყებითი და საბაზო საფეხურების (I-VIII კლასების) ზოგიერთი საგნისთვის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საჯარო განხილვის ვადას 31 მარტის ჩათვლით ახანგრძლივებს. ვადების გახანგრძლივების მოთხოვნა საკომიტეტო მოსმენაზე 19 მარტს პარლამენტის განათლების კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა დააყენა და მინისტრის მოადგილეს მიუთითა, რომ არსებული ვადები არა არის საკმარისი სახელმძღვანელოების მაკეტების სრულყოფილად გაცნობისთვის. „გრიფირების პროცესი სრულად ელექტრონულად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაზე არსებულ პლატფორმაზე – https://grifireba.emis.ge მიმდინარეობს. სახელმძღვანელოების შექმნის პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი სპეციალისტებისა და მშობლების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, გრიფირების ელექტრონულ პორტალზე ყველა სახელმძღვანელოს მაკეტი (ანონიმური ეგზემპლარი) 31 მარტის ჩათვლით იქნება საჯაროდ განთავსებული. შესაბამისად, აღნიშნულ პორტალზე ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს სახელმძღვანელოების შინაარსს და გააკეთოს შესაბამისი კომენტარი“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში. რეცენზირების I ეტაპი მაისში, ხოლო II ეტაპი – ივნისის დასაწყისში დასრულდება. სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება 2021 წლის 18 ივნისამდე იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ საგანში სამზე მეტი გრიფირებული სახელმძღვანელო გაივლის რეცენზირების ეტაპს, სკოლა არჩევანს რეიტინგის პირველი სამეულიდან გააკეთებს. განათლების სამინისტროს ინფორმაციით 2021 წელს სასკოლო სახელმძღვანელოების/სერიების გრიფირებასთან დაკავშირებით 54 განაცხადი გაკეთდა, საიდანაც პირველი საფეხური 53-მა გადალახა და რეცენზირების ეტაპზე გადავიდა. ამასთან, პირველად გრიფირების ისტორიაში შესაფასებლად წარმოდგენილია I-IV კლასების აფხაზური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები. სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაიწყო – გადაწყვეტილება 18 ივნისამდე უნდა გამოცხადდეს Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა