Jump to content
×
×
  • Create New...

შოთა არველაძე – ზლატანის დაბრუნება ჩვენი ნაკრებისთვის დიდი მოტივაცია უნდა იყოს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა შოთა არველაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში შვედეთთან გასვლით მატჩამდე მეტოქის შემადგენლობაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაბრუნებაზე ილაპარაკა.

„ჩემი აზრით, მისი დაბრუნება ჩვენი ნაკრებისთვის დიდი მოტივაციაა. ზლატანს რომ უყურებენ, ჩვენც ხომ უნდა შეგვხედონ? შვედები ჩვენზე უფრო შეთამაშებულები არიან, თანაც, ფეხბურთელები დაგვაკლდა, მაგრამ კვარაცხელიამ რომ ორი გაიტანოს, ხომ არაა გამორიცხული? შვედები ტრადიციულად 4-4-2 სქემას იყენებენ და ისეთ ფეხბურთს თამაშობენ, რომელთანაც ჩვენნაირი ინდივიდუალისტების ნაკრები კარგად ჩნდება. იმედია, დღეს ასეც მოხდება“, – განაცხადა არველაძემ.

მან ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაიხსენა, რომელთან ერთადაც ამსტერდამის „აიაქსში“ თამაშობდა:

„ამსტერდამის „აიაქსში“ ერთად გვითამაშია – ახალგაზრდობაშიც ისეთი გახლდათ, როგორიც ახლაა. ცხვირაწეული კი არ იყო. უბრალოდ, ეტყობოდა, რომ იცოდა, დიდი ფეხბურთელი იყო. მისი მოსვლიდან ერთ კვირაში კლუბში ყველამ დაინახა, რა პოტენციალიც ჰქონდა. გუნდის ფიზიოთერაპევტი იძახდა, ამან, შეიძლება, მარკო ვან ბასტენსაც აჯობოსო. თავად ზლატანი ამბობდა, ბასტენი ყველაზე მაგარი იყოო, მაგრამ მერე ისიც თქვა, ღმერთზე მაგარი ვარო. ეს ისეთი ვარიანტია, ერთხელ პლატინის ვკითხე, ყველაზე მაგარი ვინ არის მეთქი და კრუიფიო. იმიტომ, რომ მას შეიძლება შეედარო, მარადონას კი ვერა-თქო და მოკვდა სიცილით. გვერდით ჟრესი გვეჯდა და აჩის ხუმრობით ხელი ჰკრა, ზიდანზე ჰკითხეო“

The post შოთა არველაძე – ზლატანის დაბრუნება ჩვენი ნაკრებისთვის დიდი მოტივაცია უნდა იყოს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share