Guest Georgia Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის საშინაო მატჩში ესპანეთთან მაყურებლის დაშვებაზე ილაპარაკა.მსგავსი: შოთა არველაძე - დაინტერესებულ გუნდებთან პირობები თანხმდება | ტაიმაუტი #1TVSPORT საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის თქმით, ესპანეთთან მაყურებლის დაშვება გუნდს ძალას შემატებს. „ჩემს თაობას ეგონა, რომ თბილისში, „დინამო სტადიონზე“ ვერავინ მოგვიგებდა. არ გვაინტერესებდა, ბაჯო და კლინსმანი ჩამოიყვანეს თუ არა. მაშინ შეიძლება თავში ბევრი პეპელა დაფრინავდა და გვეგონა, ქვეყანაზე ჩვენზე მაგარი არავინ იყო. შესაძლოა, ეს კარგიც იყო. საშინაო მატჩებისას 25 პროცენტით მეტი ჯანი გაქვს“, – ამბობს შოთა არველაძე. მან ამასთან დაკავშირებით ლეგენდარულ იოჰან კრუიფთან შეხვედრა გაიხსენა: „კრუიფს გარდაცვალებამდე 4-5 თვით ადრე შევხვდი. მითხრა, ბოლო წუთებზე სტოიჩკოვს და დრიბლიორებს ვეუბნებოდი, ბურთი აიღე და მოტყუებაზე ითამაშე-მეთქი. ბურთის უკან გორებაზე ხალხი სტვენას იწყებს, შეტევაში რომ მიდიხარ, მაშინ სხვა რეაქციაა, ხალხს ავიყოლიებთ და ძალა მოგვეცემაო. ტრიბუნაზე გუშემატკივარი მართლაც დიდი ძალაა“. The post შოთა არველაძემ ესპანეთთან გულშემატკივრის დაშვებაზე ილაპარაკა – კრუიფმა მითხრა, შეტევაში რომ მიდიხარ, ხალხს აიყოლიებ და ძალა გემატებაო #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა