Guest Georgia Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში ევროპაში თურქეთისა და ნიდერლანდების დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა თურქების გამარჯვებით 4:2 დასრულდა. მატჩის მთავარი გმირი თურქეთის ნაკრების კაპიტანი, ბურაკ ილმაზი იყო რომელმაც ნიდერლანდების კარში სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი ჰაკან ჩალჰანოღლუს ანგარიშზეა, ნიდერლანდებიდან კი თავი დეივი კლაასენმა და ლუუკ დე იონგმა გამოიჩინეს. G ჯგუფში თურქეთისა და ჰოლანდიის გარდა, ნორვეგიის, მონტენეგროს, ლატვიისა და გიბრალტარის ნაკრებები არიან. ნორვეგიამ გიბრალტარს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, მონტენეგრომ კი ლატვია 2:1 დაამარცხა. გიორგი სანაძე Euronews Georgia Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა