Jump to content
×
×
  • Create New...

Blockchain.com-მა ფინანსირების მორიგ რაუნდში 300 მილიონი დოლარი მოიზიდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრიპტოვალუტის პლატფორმამ Blockchain.com ფინანსირების მესამე რაუნდის ფარგლებში ვენჩურული ინვესტორებისგან 300 მილიონი დოლარი მიიღო. კომპანიის საერთო კაპიტალიზაცია ახლა 5.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ინვესტიციაში ყველაზე დიდი წვლილი კომპანიებმა DST Global, Lightspeed Venture Partners და VY Capital-მა შეიტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ სულ რაღაც ერთი თვის წინ Blockchain.com-მა მსხვილი ინვესტორებისგან 120 მილიონი დოლარი მიიღო.

როგორც Blockchain.com-ის აღმასრული დირექტორი პიტერ სმიტი (Peter Smith) ამბობს, კომპანია ბიზნესის გაფართოებას „აგრესიულად“ გეგმავს. იგეგმება შტატის გაფართოება და სხვა კომპანიების მიერთების მომგებიანი გარიგებების განხილვა.

სმიტი აღნიშნავს, რომ პლატფორმა უკვე საკმაოდ მომგებიანია, დამატებითი სახსრები კი მხოლოდ დააჩქარებს ბიზნესის განვითარებას.  2021 წლის დასაწყისიდან კომპანიის მოგებამ მხოლოდ პირველ ორ თვეში 2020 წლის წლიურ მაჩვენებელს გადააჭარბა.   

Blockchain.com როგორც საცალო, ასევე ინსტიტუციონალურ კლიენტებს კრიპტოვალუტის საფულეებთან წვდომას, სავაჭრო სერვისებს და სხვა სახის ციფრულ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის წარმომადგენლების ცნობით, პლატფორმაზე მსოფლიოს 200 ქვეყნიდან 31 მილიონი ვერიფიცირებული მომხმარებელია დარეგისტრირებული, გასულ წელს კი მომხმარებელთა აქტიურობის გასამმაგებული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

მარტის დასაწყისში, Blockchain.com-ის დატაცენტრში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც მომხმარებლებს საფულეებზე წვდომა 5 საათით შეეზღუდათ.

წყარო: https://bits.media

The post Blockchain.com-მა ფინანსირების მორიგ რაუნდში 300 მილიონი დოლარი მოიზიდა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   29 all people including: 1 წევრი, 3 ანონიმური, 25 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(21)
    • YandexBot(8)
    • Googlebot(2)
    • t-90