Guest Georgia Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 დღეს, 25 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი შვედეთს დაუპირისპირდება. ნაკრებმა „სოლნა ფრენდს არენაზე“მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და მასში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სტოკჰოლმში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. აღსანიშნავია, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედეთის ეროვნულ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს – სკანდინავიელების 39 წლის ლეგენდარული თავდამსხმელის ანგარიშზე, შვედეთის ნაკრებში ჩატარებული 116 მატჩი და 62 გოლია. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო FM102 და 3 შემოგთავაზებთ. შვედეთი-საქართველო პირველ არხზე – ამომავალი ვარსკვლავისა და ლეგენდის დაპირისპირების მოლოდინში #1TVSPORT The post შვედეთი-საქართველო პირველ არხზე appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა