Guest Georgia Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტს“ შოთა არველაძე სტუმრობდა, რომელმაც შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრასა და საკუთარ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. სამომავლო გეგმებზე საუბრისას მას არ დაუსახელებია კონკრეტული კლუბი, სადაც მუშობას გააგრძელებს, თუმცა განაცხადა, რომ რამდენიმე შეთავაზებას განიხილავს. „სამწუხაროდ, არ მაქვს ვარიანტი, რომ წასვლა უცებ გადავწყვიტო. ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან, ყატარიდან, დუბაიდან მაქვს მიწვევები. ყატარს არა უშავს, იქ ხავი მუშაობს და მსმენია, რომ საინტერესო მიდგომებია. ცხადია, ნიდერლანდებში მუშაობა უფრო მაინტერესებს, რადგან იქ უფრო გავიზრდები. არის ვარიანტი, სადაც ფინანსურ პირობას არ ვაყენებ და დეტალები თანხმდება, ახლა ამ პროცესში ვარ. გიჟებს გვეძახდნენ, როცა ბავშვობაში „ბარსელონაზე“ ვოცნებობდით, ახლა კი სერბებს და ხორვატებს ძლიერი გუნდებიდან იწვევენ. ჩვენთვის გასვლა უფრო რთულია,“ – განაცხადა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ. The post შოთა არველაძე – დაინტერესებულ გუნდებთან პირობები თანხმდება | ტაიმაუტი #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა