ფორუმელი Moor Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა ბრიუსელში გუშინ გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს შესახებაც იმსჯელეს. შეხვედრის შესახებ გავრცელებული ერთობლივი პრესრელიზის თანახმად, „უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა და სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ შემდგომშიც კოორდინირებულად უპასუხონ რუსეთის გამომწვევ ქცევას, მათ შორის, უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის, დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, მავნე კიბერ საქმიანობას და სამხედრო პოზიციონირებას“. განცხადების თანახმად, ამერიკელმა და ევროკავშირის დიპლომატებმა „ასევე გადაწყვიტეს, გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში, ყოვლისმომცველი რეფორმების წახალისების მიზნით“. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა