Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოს ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში – მეორე ტურის ბრძოლების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საქართველოს ჩემპიონატზე შერეულ ორთაბრძოლებში მეორე ტური გაიმართა. ჯამში სულ ცხრა ბრძოლა შედგა, აქედან ოთხი მთავარ ქარდზე.

მთავარი ქარდის პირველი ბრძოლა ახალციხელ მერუჟან პალიანსა და ფოთელ ელგუჯა გოგიას შორის ჩატარდა. პალიანმა პირველივე რაუნდში შეძლო მეტოქის დაფინიშება და ტექნიკური ნოკაუტით მოიგო.

საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ლუკა ბრეგვაძისა და ბექა თამლიანის დაპირისპირება. პირველი რაუნდი შედარებით დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მეორე ხუთ წუთიან მონაკვეთში კი ბრეგვაძემ მეტოქეს რამდენიმე მძიმე დარტყმა გაუტარა და ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა. ბრეგვაძე ქამრის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.

თამაზ ბოჭორიშვილმა პირველივე რაუნდში სძლია ნიკა ბუქურს. ამ ბრძოლაშიც ტექნიკური ნოკაუტი დაფიქსირდა.

მთავარი ბრძოლა კი ვეფხო ჭინჭარაულსა და როლანდ პლუჟნიკოვს შორის შედგა. დაპირისპირება ძალიან სანახაობრივი გამოდგა. საბოლოოდ გამარჯვება ჭინჭარაულს დარჩა.

მეორე ტურის სხვა ბრძოლები:

ლუკა გიორგაძე – ირაკლი მახათაძე

მამიკონ ბეგოიანი – ვაჟა მაჭარაშვილი

გიორგი კანკავა – ნიკა აბრამიშვილი

გიორგი წამალაძე – რომან ყურაშვილი

მანუჩარ ერქვანია – ირაკლი ფიფია

1616662185-2.jpg1616662188-3.jpg1616662190-4.jpg1616662192-5.jpg1616662194-6.jpg1616662196-7.jpg1616662198-8.jpg1616662199-9.jpg

The post საქართველოს ჩემპიონატი შერეულ ორთაბრძოლებში – მეორე ტურის ბრძოლების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share