Jump to content
×
×
  • Create New...

ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მამია ბალახაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მოაწერეს.
ღონისძიების ფარგლებში აკადემიას საჩუქრად გადაეცა სამასზე მეტი წიგნი და იუნკერებისთვის მოეწყო გამოფენა, სადაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ამბებია ასახული.

მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ექსკლუზიურად ჩაერთვება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონული ბაზები, სადაც უამრავი ჟურნალი და წიგნია განთავსებული. ასევე სამომავლოდ დაიგეგმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share