Guest Merlin Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა, მამია ბალახაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, გიორგი კეკელიძემ მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში აკადემიას საჩუქრად გადაეცა სამასზე მეტი წიგნი და იუნკერებისთვის მოეწყო გამოფენა, სადაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ამბებია ასახული. მემორანდუმის ფარგლებში ეროვნული თავდაცვის აკადემიას ექსკლუზიურად ჩაერთვება მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი ელექტრონული ბაზები, სადაც უამრავი ჟურნალი და წიგნია განთავსებული. ასევე სამომავლოდ დაიგეგმა თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა