Guest Merlin Posted 25 მარტი, 2021 Posted 25 მარტი, 2021 კრიპტოვალუტით გაცემულმა სესხებმა შესაძლოა, ტრადიციული ვალუტით გაცემული სესხები მალე ჩაანაცვლოს. Silvergate Capital Corporation–ის საშუალებით ინსტიტუციონალურ ინვესტორებს მალე შეეძლებათ მიიღონ ბიტკოინით უზრუნველყოფილი აშშ დოლარის სესხები. კომპანია Silvergate Bank-ის მფლობელობაში იმყოფება. Silvergate–ის განცხადების თანახმად, Coinbase Custody იქნება მეურვე სესხებისათვის, რომელიც დაფინანსდება ბანკის Silvergate Exchange Network–ის საშუალებით. ქსელი უზრუნველყოფს კაპიტალზე წვდომას აშშ დოლარის სესხების საშუალებით, რომლებიც უზრუნველყოფილი იქნება ბიტკოინით. ”ტრადიციული სასესხო მომსახურება, ძირითადად, არ არსებობს ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს ბევრი გამსესხებელი ინვესტორებისათვის. ჩვენი ურთიერთობა Coinbase Custody-თან ინსტიტუციონალურ ინვესტორებს კაპიტალის ეფექტურობის გაზრდის შესაძლებლობას სთავაზობს, რათა მათ ისარგებლონ ციფრული ვალუტის ინდუსტრიაში ბაზრის შესაძლებლობებით”,- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ჯონ მელტონმა. Silvergate-ი სესხებს 5 მილიონი დოლარიდან გასცემს, საწყისი 12-თვიანი ვადით. მსგავსმა სესხის შეთავაზებებმა შეიძლება იმდენად გაზარდოს მოთხოვნა, რომ ჩაანაცვლოს ტრადიციული ვალუტის სესხის მოთხოვნები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც კრიპტო ინდუსტრიაში შესვლას ცდილობენ. The post Silvergate Capital Corporation-ი: კრიპტო სესხებმა შესაძლოა, ტრადიციული ვალუტით გაცემული სესხები ჩაანაცვლოს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა