Jump to content
×
×
  • Create New...

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელმძღვანელი დამატებით რეგულაციებს ითხოვს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_776495743-300x200.jpg

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელმძღვანელის თქმით, კრიპტო სექტორი უფრო მეტ რეგულაციას მოითხოვს.

ბანკის გენერალური მენეჯერი, აგუსტინ კარსტენსი ითხოვს კიდევ უფრო მეტი რეგულაციის მიღებას, რადგან მისი თქმით, ისეთი ციფრული ვალუტა როგორიცაა ბიტკოინი, ოპერაციებს არსებული ფინანსური ინსტიტუტების გვერდის ავლით აწარმოებს.

CNBC–სთან ინტერვიუში, გენერალურმა მენეჯერმა განსაზღვრა ის საფრთხეები, რომლებიც კრიპტოვალუტას უკავშირდება.

საფრთხეებში მოიაზრება: ფულის გათეთრება და ტერორიზმის დაფინანსება. ამის საფუძველზე აგუსტინ კარსტენსი დამატებით რეგულაციებს ითხოვს.

მისი აზრით, კრიპტოვალუტა მსოფლიოში უფრო ცნობილია კრიმინალური კუთხით, ვიდრე ალტერნატიული სავალუტო სისტემით.

ამასთანავე, Blockchain კომპანიები განაგრძობენ მუშაობას მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა უზრუნველყონ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული კრიმინალური საქმიანობისთვის ხელის შეშლა.

მიუხედავად იმისა, რომ კრიპტო დამნაშავეები მრავალ ქვეყანაში უკვე არიან გადაცემული სასამართლოს და მიმდინარეობს მათი საქმეების განხილვა, აგუსტინ კარტესი მაინც ითხოვს, რომ რეგულირების სისტემას ბანკები და მთავრობები მეტი სერიოზულობით მოეკიდონ.

The post საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ხელმძღვანელი დამატებით რეგულაციებს ითხოვს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   32 all people including: 0 წევრი, 3 ანონიმური, 29 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(13)
    • YandexBot(3)
    • Googlebot(1)