Jump to content
×
×
  • Create New...

შვედეთი-საქართველო პირველ არხზე – ამომავალი ვარსკვლავისა და ლეგენდის დაპირისპირების მოლოდინში #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე „სოლნა ფრენდს არენაზე“ საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაცო ეტაპის პირველ შეხვედრაში გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი შვედეთს დაუპირისპირდება.

 

„ჯვაროსანთა“ განახლებული შემადგენლობა

24 მარტს, გუნდმა „სოლნას ფრენდს არენაზე“ მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გააგრძელდა და 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სტოკჰოლმში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება.

თუმცა, გუნდი სრული შემადგენლობით არაა. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია, დათა ხოჭოლავას კორონავირუსი დაუდასტურდა, ხოლო გიორგი წიტაიშვილი ტრავმირებულია. არის მატებაც – მოულოდნელად გუნდს ოთარ კიტეიშვილი დაუბრუნდა, ხოლო საფრანგეთის მოქალაქემ, ბელგიური „სერენის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ქართული პასპორტი აიღო და მატჩისთვის „ჯავროსნებთან“ ერთად ემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სხვა სიახლეებიცაა – მატჩისთვის ემზადებიან ახალწვეულები მეკარე გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი), მცველები გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია) და გოგა ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი), ასევე ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი) და გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), რომელთა ნაკრებში ხილვაც დიდი ხანია გულშემატკივრებს სურდათ.

1616655933-%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E

 

შვედები იბრაჰიმოვიჩით გვხდებიან

შვედეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში დანაკლისით უმასპინძლებს. გუნდის კაპიტანი, 35 წლის ცენტრალური მცველი ანდრეას გრანკვისტი ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ არ ითამაშებს. „ჰელსინბორგის“ ფეხბურთელს მოედანზე გასვლის უფლება საზარდულის ტრავმამ წაართვა.

საქართველოსთან შვედებს ვერც თავდამსხმელი მარკუს ბერგი (კრასნოდარი) და მცველი იოაკიმ ნილსონი (ბილეფელდის არმინია) დაეხმარებიან. პირველს ზურგის პრობლემები აქვს და ერთ თვეზე მეტია არ უთამაშია.

სამაგიეროდ, შვედებს ერთი ისეთი ფეხბურთელი დაუბრუნდა, სამივეს გადაწონის – ხუთწლიანი პაუზის შემდეგ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს – სკანდინავიელების 39 წლის ლეგენდარული თავდასხმელის ანგარიშზეა შვედეთის ნაკრებში ჩატარებულ 116 მატჩში 62 გოლი.

„კრასნოდარის“ თავდამსხმელის, მარკუს ბერგის არყოფნაში, შვედური გამოცემა aftonbladet-ის მტკიცებით, შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იანე ანდერსონი შემტევაში იბრაჰიმოვიჩს „რეალ სოსიედადის“ თავდამსხმელს, ალექსანდრე ისაკს დააყენებს – ფეხბურთელს, რომელიც 2017 წელს საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გევსტუმრა, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძის, გიორგი კოხრეიძის, ლუკა ლაკვეხელიანის და გიორგი ქოჩორაშვილის ჩრდილში მოექცა.

გრანკვისტის არყოფნაში კაპიტნის სამკლაურით ნაკრებს მოედანზე სტოკჰოლმის აიკ-ის 35 წლის კაპიტანი, „არსენალის“ ყოფილი ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი გაიყვანს, რომელსაც ეროვნულ გუნდში 125 მატჩი აქვს ჩატარებული.

 

1616645682-%E1%83%98%E1%83%91%E1%83%A0%E

მატჩის სიმბოლო – ხვიჩა და ზლატანი

ეს შეხვედრა სიმბოლურად იქნება ქართველი ამომავალი ვარსკვლავის, 20 წლის ხვიჩა კვარაცხელიასა და 39 წლის შვედი მეგავარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დაპირისპირება, რასაც ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება. მოგებაზე ფიქრი ძალიან ძნელია, შვედეთი ჩვენზე ბევრად გამოცდილი და ტიტულოვანი ნაკრებია. მაგრამ ღირსეული ბრძოლის იმედი, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია.

 

არბიტრი ფრანგია

შვედეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას „სოლნას ფრენდს არენაზე“ ფრანგ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი ბენუა ბასტიენი იქნება, ხოლო მისი ასისტენტები – ჰიშამ ზაქრანი და ორელიან ბარტომეუ.

 

ტელე და რადიო რეპორტაჟები

შეხვედრა 25 მარტს თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.

 

საკვალიფიკაციო ეტაპის „ბ“ ჯგუფის პირველი ტურის კალენდარი:

25 მარტი

შვედეთი – საქართველო

ესპანეთი – საბერძნეთი

The post შვედეთი-საქართველო პირველ არხზე – ამომავალი ვარსკვლავისა და ლეგენდის დაპირისპირების მოლოდინში #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share