Jump to content
×
×
  • Create New...

„აფტონბლადეტ“ საქართველოსთან შვედების შემადგენლობას ასახელებს – მწვრთნელი ფორსბერგი და ეკდალს კოსოვოსთვის დაასვენებს


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

შვედური გამოცემა „აფტონბლადეტ“-ის (Aftonbladet) ცნობით, ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა საქართველოსთან მატჩის შემადგენლობა უკვე დაასახელა. სიაში მთავარ მოულოდნელობად იმას მიიჩნევენ, რომ შვედეთის სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან გამოცდილი ალბინ ეკდალი (55 მატჩი ნაკრებში) და ემილ ფორსბერგი (54 მატჩი ნაკრებში).

„ოთხშაბათს საღამოს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის წინ, იანე ანდერსონმა შვედეთის გუნდის სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა, რომლითაც საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. სიაში მოულოდნელობებია,“ – წერს გამოცემა.

გამოცემის მიხედვით, მეკარე რობინ ოლსენი („ევერტონი“), სავარაუდოდ, დაშავდა და მის მაგივრად სასტარტოში კრისტოფერ ნორდფელდტი („გენჩლერბირლიგი“) იქნება.

დაცვის ხაზში მოსალოდნელია შემდეგი მოთამაშეების გამოჩენა – მიქაელ ლუსტიგის (აიკ), ვიქტორ ლინდელოფის („მანჩესტერ იუნაიტედი“), ფილიპ ჰელანდერის („რეინჯერსი“) და ლუდვიგ აუგუსტინსონის („ვერდერი“).

ნახევარდაცვაში არ იქნებიან ალბინ ეკდალი („სამპდორია“) და ემილ ფორსბერგი („ლაიპციგი“). იანე ანდერსონმა განმარტა, რომ მაშინ შეცვლიდა შემადგენლობას, როდესაც რამდენიმე მაღალი კლასის ალტერნატიული კანდიდატურა იქნებოდა და როდესაც მატჩებს მჭიდრო გრაფიკით ჩაატარებდნენ.

გუნდს საქართველოსთან შეხვედრის შემდეგ კვირას კოსოვოსთან მატჩამდე მხოლოდ ორდღიანი შესვენება ექნება. რადგან ზოგი მოთამაშე გამოფიტულია, ზოგიც – მსუბუქადაა დაშავებული, მწვრთნელი მათ მომავალი მატჩებისთვის ასვენებს.

ნახევარდაცვაში ითამაშებენ დეიან კულუსევსკი („იუვენტუსი“), გუნდის კაპიტანი სებასტიან ლარსონი (აიკ), კრისტოფერ ოლსონი („კრასნოდარი“) და ვიქტორ კლასონი („კრასნოდარი“). ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ალექსანდრე ისაკი კი შეტევაში განამწესებენ. თუ გამოცემას დავუჯერებთ, შვედები საქართველოს ნაკრებს 4-4-2 სათამაშო სქემით დაუპირისპირდებიან.

როდესაც 39 წლის იბრაჰიმოვიჩი საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს, ის შვედეთის ნაკრების ყველა დროის უხუცესი მოთამაშე გახდება და ყოფილი მეკარის, ტომას რაველის რეკორდს გააუმჯობესებს.

შვედების სასტარტო შემადგენლობა

კრისტოფერ ნორდფელდტი – მიქაელ ლუსტიგი, ვიქტორ ლინდელოფი, ფილიპ ჰელანდერი, ლუდვიგ აუგუსტინსონი – დეიან კულუსევსკი, სებასტიან ლარსონი, კრისტოფერფერ ოლსონი, ვიქტორ კლასონი – ალექსანდრ ისაკი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

The post „აფტონბლადეტ“ საქართველოსთან შვედების შემადგენლობას ასახელებს – მწვრთნელი ფორსბერგი და ეკდალს კოსოვოსთვის დაასვენებს appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   15 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 13 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • Googlebot(1)