Jump to content
×
×
  • Create New...

ალფონსო დევისი გაერთიანებული ერების ელჩი გახდა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მიუნხენის „ბაიერნის“ მცველი ალფონსო დევისი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც გაერთიანებული ერების კეთილი ნების ელჩად დანიშნეს დევნილთა საქმეებში. ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე დაწერეს.

20 წლის ფეხბურთელმა, რომელიც კანადაში ემიგრაციამდე განაში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდა, განაცხადა, რომ საკუთარმა გამოცდილებამ აიძულა ებრძოლა დევნილთა უფლებებისთვის.

„დევნილებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ იმისთვის, რომ გადარჩნენ, აგრეთვე ხელი მიუწვდებოდეთ განათლებასა და სპორტზე, რომ შეძლონ საკუთარი პოტენციალის რეალიზება“, – განაცხადა დევისმა.

გასულ თვეში დევისმა შეძლო კანადის მთავრობასთან ერთად წამოეწყო კამპანია, რომლის მიზანია დევნილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა.

The post ალფონსო დევისი გაერთიანებული ერების ელჩი გახდა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   57 all people including: 0 წევრი, 0 ანონიმური, 57 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(12)
    • Googlebot(4)
    • YandexBot(4)