Jump to content
×
×
  • Create New...

ციფრული დოლარის პროტოტიპი 2021 წლის ივლისში გამოვა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

ციფრული დოლარის პროტოტიპი, რომელიც  ფედერალური რეზერვის ბოსტონის განყოფილებისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მიერ არის შემუშავებული, 2021 წლის ივლისში გამოვა.

როგორც ციფრული დოლარის პროექტის ხელმძღვანელმა, ჯეიმს კუნიამ (James Cunha) განაცხადა, ციფრულმა ვალუტამ  ამერიკელების მიერ ფულის გამოყენების სისტემა შესაძლოა ფუნდამენტურად  შეცვალოს. ამიტომ, ბევრი ფინანსური კომპანია ციფრული დოლარის ამოქმედების გაჭიანურებას უწევს ლობირებას.

კუნიას ინფორმაციით, მიმდინარე კვარტალში იგეგმება მინიმუმ ორი პლატფორმის წარდგენა, რომელთა მეშვეობით ციფრული დოლარების შენახვა და გადარიცხვა იქნება შესაძლებელი. მას არ უხსენებია გამოიყენებენ თუ არა პლატფორმები ბლოკჩეინს. სამაგიეროდ, პლატფორმების ამოქმედების შემდეგ კომპანიებსა და ორგანიზაციებს მათ ბაზაზე საკუთარი სისტემების შექმნა შეეძლებათ.

„ყველას ეშინია, რომ გადახდის სრულიად ახალი საშუალებებით, თქვენ უკვე შემდგარი კომპანიების ბიზნესს დაანგრევთ.“- აღნიშნა Compass Point Research & Trading-ის ანალიტიკოსმა მაიკლ დელ გროსსომ (Michael Del Grosso).  

ამერიკელი მაღალჩინოსნები ეროვნული ციფრული ვალუტის გამოშვებას ჯერ კიდევ უარყოფითად უყურებენ. მათი დამოკიდებულების შეცვლას შესაძლოა წლები დასჭირდეს. ასევე ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი როგორ მოხდება ციფრული დოლარის  გლობალურ საგადასახადო სისტემაში ინტეგრირება.

„ ვიფიქრეთ, რომ მნიშვნელოვანია აღარ დავუცადოთ პოლიტიკოსების გადაწყვეტილებებს. მაშინ ჩვენ ჩამოვრჩებით ერთი წლით ან მეტით. თანხმობა მასშტაბურ განხილვებს და დარგის მრავალი წარმომადგენლის აზრის გათვალისწინებას მოითხოვს.“ – აღნიშნა კუნიამ.

ცოტახნით ადრე ფედერალური სარეზერვო სისტემის თავმჯდომარემ, ჯერომ პაუელმა (Jerome Powell) განაცხადა, რომ ციფრული დოლარის შემოღება მხოლოდ ძირეული კვლევების ჩატარების შემდეგ შეიძლება და კონგრესს ციფრული ვალუტების გამოყენების რეგულირების შესახებ კანონებზე მუშაობა შესთავაზა.

დღესდღეობით ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც უკვე აამოქმედა ეროვნული ციფრული ვალუტის გამოყენება არის ბაჰამის კუნძულები. Sand Dollar 2020 წლის ოქტომბერში გამოუშვეს.

წყარო: https://www.bloomberg.com

 

  

 

The post ციფრული დოლარის პროტოტიპი 2021 წლის ივლისში გამოვა appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share