Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 საჩხერეს „ჩიხურამ“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. ის 19 წლის ნახევარმცველი მოჰამედ კამარაა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. მსგავსი: ორი ბრაზილიელი, ორივე ნეპალიდან - „ჩიხურამ“ ლეგიონერები დაიმატა #1TVSPORT „19 წლის ნახევარმცველი მოჰამედ კამარა „ასკოლიდან“კარიერას საჩხერის „ჩიხურაში“ გააგრძელებს. კამარა იტალიური „კალიარის“ სკოლის აღზრდილია“, – წერია საჩხერული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე. შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ საჩხერეს „ჩიხურამ“ ორი ბრაზილიელი მოთამაშე დაიმატა – 23 წლის მცველი საულო დე აკინიო და 24 წლის თავდამსხმელი ვაგნერ დო კარმო. ორივე ბოლოს ნეპალის ჩემპიონატის „ფრენდს ქლაბში“ თამაშობდა, რომელიც მიმდინარე სეზონში 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა. საჩხერეს „ჩიხურას“ ლეგიონერებმა გუნდში სადებიუტო შეხვედრა ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ჩაატარეს – საულო ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ვაგნერ დო კარმო მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. საჩხერელები „რუსთავს“ შეხვდნენ და სეზონში პირველი მატჩი მოიგეს (2:0). The post „ჩიხურამ“ ფეხბურთელი იტალიიდან დაიმატა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა