Jump to content
×
×
  • Create New...

„ჩიხურამ“ ფეხბურთელი იტალიიდან დაიმატა #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საჩხერეს „ჩიხურამ“ კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა. ის 19 წლის ნახევარმცველი მოჰამედ კამარაა, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 

„19 წლის ნახევარმცველი მოჰამედ კამარა „ასკოლიდან“კარიერას საჩხერის „ჩიხურაში“ გააგრძელებს. კამარა იტალიური „კალიარის“ სკოლის აღზრდილია“, – წერია საჩხერული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ მცირე ხნის წინ საჩხერეს „ჩიხურამ“ ორი ბრაზილიელი მოთამაშე დაიმატა – 23 წლის მცველი საულო დე აკინიო და 24 წლის თავდამსხმელი ვაგნერ დო კარმო. ორივე ბოლოს ნეპალის ჩემპიონატის „ფრენდს ქლაბში“ თამაშობდა, რომელიც მიმდინარე სეზონში 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.

საჩხერეს „ჩიხურას“ ლეგიონერებმა გუნდში სადებიუტო შეხვედრა ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ჩაატარეს – საულო ძირითად შემადგენლობაში იყო, ხოლო ვაგნერ დო კარმო მოედანზე 84-ე წუთზე გამოჩნდა. საჩხერელები „რუსთავს“ შეხვდნენ და სეზონში პირველი მატჩი მოიგეს (2:0).

The post „ჩიხურამ“ ფეხბურთელი იტალიიდან დაიმატა #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share