Jump to content
×
×
  • Create New...

შვედეთის ნაკრების სკაუტი – არ მგონია, სანიოლმა საქართველოს ნაკრები რადიკალურად შეცვალოს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

შვედეთი-საქართველოს მატჩამდე გამოცემა „ესკპრესენმა“ ინტერვიუ ჩამოართვა შვედეთის ნაკრების სკაუტს, ლასე იაკობსონს. მისი თქმით, საქართველოს ნაკრების გაანალიზება გაუჭირდა, რადგან გუნდმა მთავარი მწვრთნელი შეცვალა.

„გეტყვით, რა სირთულეებს წავაწყდით. ვილი სანიოლს, როგორც მწვრთნელს, ძალიან მცირე გამოცდილება გააჩნია. ის რამდენიმე წლის განმავლობაში „ბორდოში“ მუშაობდა, ჩვენ ვუყურებდით საქართველოს შემადგენლობას და აქაც ბევრი გაურკვევლობაა. ისინი შემოდგომაზე 4-2-3-1 განლაგებით თამაშობდნენ. მაგრამ ეს იყო ადრე, ახლა სანიოლი რა სქემას დაგვიპირისპირებს, არავინ იცის“. – ამბობს იაკობსონი.

შვედების სკაუტმა საქართველოს ნაკრების და სანიოლის პრობლემებიც ახსენა: „მას გუნდის მოსამზადებლად ორი დღე ჰქონდა. საქართველოს ნაკრები მის ხელში როგორ შეიცვლება, ამის თქმა ძალიან რთულია. მე არ ვფიქრობ, რომ ისინი მნიშვნელოვნად შეიცვლებიან, რადგან მოთამაშეთა ინდივიდუალური მაჩვენებლები იგივეა და სავარაუდოდ, გასული წლის მსგავს ნაკრებს ვიხილავთ“. 

იაკობსონმა საქართველოს ნაკრების დაცვის და შეტევის ხაზზეც ილაპარაკა: „მათი მცველები ფიზიკურად ძლიერები, მაგრამ არც ისე სწრაფები არიან და ძალიან არ მოსწონთ, როდესაც მაღალ ტემპში ეთამაშებიან. თუ გადავხედავთ, როგორ ასრულებდნენ შეტევას, გოლების 90-95 პროცენტში ცდილობდნენ შეტევა მოედნის ცენტრში განევითარებინათ და შემდეგ იერიშები ფლანგებზე გადაეტანათ. მათ ჰყავთ ტანმაღალი ცენტრალური თავდამსხმელი, რომელიც თავით კარგად თამაშობს“.

შვედი სკაუტის აზრით, საქართველო დაცვაში თამაშს არ შეცვლის იმის გამო, რომ შვედეთის ნაკრებში ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაუპირისპირდებიან, მაგრამ უჭირს თქმა, მეტოქე რა თამაშს შესთავაზებთ: „ძალიან ძნელია იმის გაგება, თუ როგორ ფიქრობენ ისინი, მაგრამ მაინც არ მგონია, რომ ახლებურად ითამაშონ“.

შვედეთი-საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება „სოლნა არენაზე“ 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.

The post შვედეთის ნაკრების სკაუტი – არ მგონია, სანიოლმა საქართველოს ნაკრები რადიკალურად შეცვალოს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   33 all people including: 0 წევრი, 2 ანონიმური, 31 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Chrome(14)
    • YandexBot(2)