Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 შვედეთთან მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს გუნდის ვიცე-კაპიტანი, გურამ კაშიაც ახლდა, რომელმაც მომავალ დაპირისპირებაზე ილაპარაკა. მსგავსი: ვილი სანიოლი - მოედანზე მხოლოდ გასამარჯვებლად უნდა გახვიდე, თუმცა, შვედებთან ფრეც გამახარებს #1TVSPORT „მიუხედავად იმისა, რომ ახალი მწვრთნელი გვყავს და ახალ სათამაშო სქემას ჯერ კიდევ ვითვისებთ, შევეცდებით, რომ კარგად ვითამაშოთ და შესარჩევი ეტაპი წარმატებით დავიწყოთ. სამწუხაროდ, ახალ მწვრთნელის ხელმძღვანელობით მხოლოდ ორჯერ ვივარჯიშეთ და მოსამზადებლად დრო არ გვქონდა, მაგრამ ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენეთ, ახალი სათამაშო სქემა რომ შეგვესწავლა და ხვალ მაქსიმუმი რომ ვაჩვენით. რთულ ჯგუფში, ძალიან ძლიერ მეტოქეებთან მოვხდით, მაგრამ მჯერა ჩვენი გუნდის, რომ შედეგის მიღწევია შეგვიძლია“, – ამბობს გურამ კაშია. საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის შესახებ ილაპარაკა, რომლის წინააღმდეგაც ამერიკის საფეხბურთო ლიგაში „სან ხოსეს“ ფორმით გამოსვლისას ორჯერ ითამაშა: „იბრაჰიმოვიჩი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია. მისი დაბრუნება ფეხბურთისთვისაც კარგია და შვედეთისთვისაც. ჩვენთვის დიდი გამოწვევა ასეთი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში“. შვედეთი-საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ. The post გურამ კაშია – ძლიერ მეტოქეებთან მოვხდით, მაგრამ ჩვენი გუნდის მჯერა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა