Jump to content
×
×
  • Create New...

JPMorgan: პირველ კვარტალში BTC-ში საცალო ინვესტიციებმა ინსტიტუციონალურს გადააჭარბეს


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

JPMorgan-ის მონაცემებით, 2021 წლის პირველ კვარტალში ბიტკოინში საცალო ინვესტიციების მოცულობამ გადააჭარბა ინსტიტუციონალური ინვესტორების დაბანდებებს, რომლებმაც კრიპტოვალუტის ყიდვა შეამცირეს.

JPMorgan-ის სტრატეგის, ნიკოლაუს პანიგირცოგლუს (Nikolaos Panigirtzoglou) ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის პირველ კვარტალში, საცალო ინვესტორებმა გაზარდეს კრიპტოვალუტაში ინვესტიციები, ინსტიტუციონალური ინვესტიციების აშკარა კლების ფონზე. CoinDesk-ის ცნობით, ინსტიტუციონალური ინვესტიციების კლება, შესაძლოა იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ბიტკოინმა ვერ შეძლო 60000$-ის ნიშნულზე ზევით გაჩერება.

საცალო ინვესტიციების ზრდა განსაკუთრებით არის მომატებული აშშ-ში, ეკონომიკის სტიმულირების ფარგლებში მოქალაქეებისთვის კომპენსაციების გადახდის (coronavirus stimulus checks) ახალი რაუნდის ფონზე.

JPMorgan-ის შეფასებით, I კვარტალში საცალო ინვესტორებმა 187000-ზე მეტი BTC შეიძინეს, ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა კი 172684 BTC. ინსტიტუციონალები გაცილებით უფრო აქტიურები იყვნენ გასულ კვარტალში და საცალო ინვესტორებს ბევრად უსწრებდნენ. ახლა კი ორივეს საინვესტიციო მოცულობა ერთმანეთს გაუთანაბრდა.

http://cryptonews.ge/wp-content/uploads/2021/03/btc-flows.png

წყარო: https://www.coindesk.com

 

The post JPMorgan: პირველ კვარტალში BTC-ში საცალო ინვესტიციებმა ინსტიტუციონალურს გადააჭარბეს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share