Jump to content
×
×
  • Create New...

მედია: Morgan Stanley Bithumb-ის ბირჟის ნაწილის შესაძენად ემზადება


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

სამხრეთკორეული გამომცემლობის, Naver News-ის ცნობით, ამერიკულმა საინვესტიციო ბანკმა Morgan Stanley, რომელიც 4 ტრილიონი დოლარის აქტივებს განკარგავს, შესაძლოა ბირჟა Bithumb-ის ნაწილი იყიდოს.

გასულ წელს, სამხრეთ კორეის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Bithumb ქვეყნის პოლიციისა და მარეგულირებლების ყურადღების ცენტრში მოექცა. კომპანიის ოფისებში ჩხრეკა არაერთხელ ჩატარდა, რამაც  პლატფორმის მფლობელებს მისი გაყიდვისკენ უბიძგა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟა სათამაშო გიგანტის, Nexon-ის მშობელ კომპანიას უნდა შეესყიდა. თუმცა გაჭიანურებული მოლაპარაკებების გამო გარიგება ჩაიშალა. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ პლატფორმის აქციების საკონტროლო პაკეტის შეძენას JP Morgan და CME Group განიხილავდნენ.

ახლა პლატფორმა ფინანსური გიგანტის, Morgan Stanley-ის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელიც კრიპტოვალუტების მიმართ დიდ ინტერესს იჩენს. Naver News-ის ინფორმაციით, ამერიკული ბანკი Bithumb-ის ნაწილის ყიდვას 44.1 მილიარდ დოლარად აპირებს.

2020 წელს პლატფორმამ მფლობელებს 17.7 მილიონის მოგება მოუტანა. აპრილის დასაწყისში, FATF დირექტივის ფარგლებში ფულის გათეთრებასთან ბრძოლის გამკაცრებასთან დაკავშირებით, Bithumb-მა 21 ქვეყნის ტრეიდერის მომსახურება შეწყვიტა. გარდა ამისა, პლატფორმაზე გამკაცრებულ იქნა კლიენტის იდენტიფიკაციის პროცედურები.

წყარო: https://bits.media

 

The post მედია: Morgan Stanley Bithumb-ის ბირჟის ნაწილის შესაძენად ემზადება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share