Guest Merlin Posted 23 მარტი, 2021 Posted 23 მარტი, 2021 კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase და ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბირჟა 6.5 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ CFTC-ისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ, Coinbase-ს მოეხსნება ორი ბრალდება: 2016 წელს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ 6 კვირის განმავლობაში სავაჭრო მოცულობის მონაცემების გაყალბება და პლატფორმა GDAX-ზე სავაჭრო საქმიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის განთავსება. „2015 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ბირჟა Coinbase მის მიერ მართულ ელექტრონულ პლატფორმა GDAX-ზე ავრცელებდა ყალბ მონაცემებს, საეჭვო და არაზუსტ ანგარიშებს ციფრული აქტივების, მათ შორის ბიტკოინის ტრანზაქციების შესახებ.“- ნათქვამია ამერიკული მარეგულირებლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პლატფორმა GDAX განკუთვნილი იყო ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. მოგვიანებით მას Coinbase Pro ეწოდა. GDAX-სა და პროექტ Hedger-ს შორის თანხების გადარიცხვა მიჩნეულ იქნა სავაჭრო მოცულობად, რაც CFTC-ის აზრით შეცდომაა. „CFTC- მა აღმოაჩინა, რომ 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ექვსი კვირის განმავლობაში Coinbase-ის თანამშრომელი BTC/LTC წყვილში ყიდვა-გაყიდვის შეკვეთების განსათავსებლად გარკვეულ მანიპულაციებს იყენებდა, რაც წყვილში ლიკვიდურობასა და სავაჭრო აქტიურობაზე არასწორ წარმოდგენას ქმნიდა. ყალბი გარიგებები დღიური სავაჭრო მოცულობის 0.62% დან 99% შეადგენდნენ. თანამშრომლის ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ Coinbase-ს ვაკისრებთ.“- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან CFTC-ის კომისარმა, დოუნ სტამპმა (Dawn Stump) ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალკე გამოძიებაა და CFTC არ ახდენს Coinbase-ის რეგულირებას. შეგახსენბთ, რომ Coinbase საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე პირდაპირი ლისტინგისთვის ემზადება. წინასწარი შეფასებით კრიპტოვალუტის პლატფორმის ღირებულებად 943 მილიონი დოლარი დასახელდა. Nasdaq-ზე Coinbase-ის 115 მილიონი აქცია იქნება განთავსებული. წყარო: https://bits.media The post Coinbase ყალბი მონაცემების განთავსებისთვის 6.5 მილიონი დოლარით დაჯარიმდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა