Jump to content
×
×
  • Create New...

ვან ბასტენს თამაშგარის გაუქმება სურს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ფეხბურთში თამაშგარეს წესის გაუქმების წინადადებით გამოდის.

„მე დღემდე დიდი ცნობისმოყვარეობით ვუყურებ ოფსაიდის წესს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცუდი წესია. როგორც მინიმუმ, მინდა ვცადო და დავანახო ყველას, რომ ფეხბურთი თამაშგარის გარეშე შესაძლებელია. დარწმუნებული ვარ, ფეხბურთი მის გარეშე უკეთესი იქნება.

ფეხბურთი – დაუჯერებელი თამაშია, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეგვიძლია თამაშის გაუმჯობესება, ის უფრო სანახაობრივი და საინტერესო უნდა გახდეს. უნდა ვიმუშაოთ ამაზე.

თუ ვნახავთ, ჩვეულებრივ როგორ გაჰყავთ დრო, როგორი გაუთავებელი პაუზებია აუტებისას, ტრავმები… ხალხს არ უნდა ამის ნახვა და ჩვენ რაღაც უნდა შევცვალოთ. ხალხს მოქმედება უნდა. დღეს ძალიან ბევრია ისეთი სიტუაცია, როცა სანახავი არაფერია. ეს ცუდ გავლენას ახდენს თამაშზე“, – განაცხადა ვან ბასტენმა.

The post ვან ბასტენს თამაშგარის გაუქმება სურს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share