Jump to content
×
×
  • Create New...

Bithumb-ის წილის შესყიდვით რამდენიმე მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

Korean-Exchanges-Bithumb-Coinone-Under-S

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეული ინტერნეტ გიგანტი Naver-ი Bithumb–ით არის დაინტერესებული.

როგორც ცნობილია, Naver-მა დაიწყო მოლაპარაკებები ქვეყნის ყველაზე დიდი კრიპტოვალუტის ბირჟის, Bithumb– ის წილის შესაძენად. Naver–მა განიხილა კაპიტალის შესაძლო წილის შეძენა Bithumb–ის მთავარ დაინტერესებულ მხარე Vidente–სთან.

ამის შესახებ ინფორმაცია Maeil Business Newspaper-მა გაავრცელა.

Naver-ი არის სამხრეთ კორეის უდიდესი საძიებო სისტემისა და Line მესენჯერის მიმწოდებელი, რომელიც ცდილობს გააფართოვოს თავისი პლატფორმა ფინტეკ ბაზარზე.

ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ინტერნეტ გიგანტი აპირებს დაამატოს ბიტკოინი, როგორც გადახდის საშუალება Naver Pay-სა და Line Pay-ზე.

ამასთანავე, მედია იუწყება, რომ სულ მცირე 10 კომპანია Bithumb–ის წილის შესყიდვით არის დაინტერესებული. მათ შორის აშშ–ს ისეთი მსხვილი საინვესტიციო ბანკები, როგორიცაა Morgan Stanley, JPMorgan-ი და გადახდის გიგანტი Visa.

აგრეთვე მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი გამოთქვამს სურვილს Bithumb-ის წილის შეძენაზე.

The Korea Times-ის ინფორმაციის თანახმად, Deutsche Bank-ი ასევე არის პოტენციურ ინვესტორთა სიაში.

The post Bithumb-ის წილის შესყიდვით რამდენიმე მსხვილი კომპანიაა დაინტერესებული appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   73 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 72 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • t-90
    • Chrome(20)
    • Facebookexternalhit(1)
    • Googlebot(1)
    • YandexBot(2)