Guest Merlin Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 აშშ–ს კრიპტო ბირჟის Coinbase– ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბრაიან არმსტრონგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხდა და აღიარა, რომ მათ შეეძლოთ დეცნტრალიზებული ფინანსების მხარდაჭერის მოპოვება Reddit პლატფორმაზე. აღსანიშნავია, რომ ამერიკული სოციალური მედია, Reddit-ი 2005 წელს შეიქმნა. Reddit AMA-მ ათასზე მეტი კითხვა და პასუხი დააგროვა სოციალური მედია პლატფორმის წევრებისგან. ბრაიან ამსტრონგმა და ფინანსურმა დირექტორმა, ალესია ჰაასმა, ერთი კვირის დაგვიანებით, საბოლოოდ გასცეს პასუხი რამდენიმე კითხვას. კომპანიამ შიდა გამოკითხვით გადაწყვიტა კითხვაპასუხის რეჟიმით კონტაქტი მომხმარებელთან. ძირითადი შეკითხვები მომხმარებლებისაგან ეხებოდა ცუდი მომსახურების საკითხს, რამაც მრავალი კლიენტი უკმაყოფილო დატოვა. აღნიშნულის გამო არმსტრონგმა ბოდიში მოიხადა და დასძინა, რომ კომპანია გადატვირთულია კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი ფასის მატების გამო. ამასთანავე, იანვარში ცნობილი გახდა, რომ Coinbase–მა Routefire-ის პლატფორმა შეიძინა. Routefire-მა შექმნა პროდუქტი, რომელიც ტრეიდერებს საშუალებას აძლევს ავტომატურად მოძებნონ ლიკვიდურობის მრავალი წყარო, რათა იპოვონ ყველაზე ხელსაყრელი განაკვეთები როგორც ფასებზე, ასევე გადასახადებზე. The post Coinbase–ის აღმასრულებელი დირექტორი: Reddit პლატფორმის გამოყენება შეგვეძლო appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა