Jump to content
×
×
  • Create New...

კრიპტო პლატფორმა Robinhood-მა პროექტის დასაწყებად საჭირო დოკუმენტები მარეგულირებელს წარუდგინა


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

shutterstock_1051153622-300x200.jpg

Robinhood-ი მარეგულირებელს დოკუმენტაციას საჯარო შეთავაზებისთვის უგზავნის.

პოპულარულმა კრიპტო სავაჭრო აპლიკაციამ, რომელმაც, ცოტა ხნის წინ, ციფრული ვალუტის ბიზნესი გააფართოვა დოკუმენტები წარადგინა ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიაში.

კომპანიამ დაადასტურა, რომ მან მარეგულირებელს სარეგისტრაციო განცხადების ფორმა, S-1 პროექტთან დაკავშირებით წარუდგინა. პროექტი ეხებოდა კომპანიის აქციების საერთო საჯარო შეთავაზებას. ფორმა S-1 კომპანიებისგან მოითხოვს უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდებას შემოსავლის დაგეგმილი გამოყენების შესახებ, აგრეთვე შეთავაზებული უსაფრთხოების შესახებ მოკლე ჩანაწერს.

სავაჭრო პლატფორმამ დაადასტურა, რომ საჯარო შეთავაზება უნდა განხორციელდეს მას შემდეგ, რაც მარეგულირებელი დოკუმენტებს განიხილავს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია Robinhood-ის თანადამფუძნებლის ბაიჯუ ბატმას განცხადება, რომლის თანახმადაც, ნელ-ნელა ქვეყნები მივლენ იმ გადაწყვტილებამდე, რომ კრიპტოვალუტის გლობალურ შესაძლებლობებს აღიარებენ.

შეგახსენებთ, რომ Robinhood-ის კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა 2018 წლის თებერვალში შეიქმნა. პლატფორმაზე თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ორი ციფრული ვალუტა: ბიტკოინი და ეთერიუმი.

The post კრიპტო პლატფორმა Robinhood-მა პროექტის დასაწყებად საჭირო დოკუმენტები მარეგულირებელს წარუდგინა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share