Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა, 54 წლის მაიკ ტაისონმა გამოაცხადა, რომ მზად არის ბრძოლა გამართოს 58 წლის ევანდერ ჰოლიფილდთან. ამ ამბებამდე ორი დღით ადრე, ჰოლიფილდის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ტაისონმა უარი თქვა ევანდერთან ბრძოლაზე, მიუხედავად იმისა, რომ ჰონორარის სახით 25 მილიონი დოლარი შესთავაზეს. „მინდა ყველას გავაგებინო, რომ ჩემი ბრძოლა ჰოლიფილდთან გაიმართება. ის მოკრძალებული ადამიანია, ღმერთის სწამს, როგორც მე. ვაპირებ 29 მაისს გამარჯვების მიღწევას“, – განაცხადა ლეგენდარულმა მოკრივემ. ჰოლიფილდმა კარიერაში ორჯერ დაამარცხა ტაისონი – 1996 წლის ნოემბერში მეტოქე მე-11 რაუნდში გაუშვა ნოკაუტში, 1997 წლის ივნისში კი გაიმარჯვა მაიკის დისკვალიფიკაციის გამო, რომელმაც ყურზე უკბინა. The post მაიკ ტაისონი ჰოლიფილდთან 29 მაისს იჩხუბებს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა