Jump to content
×
×
  • Create New...

მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს და ქართულ რაგბს წარმატებები უსურვეს:

„ბატონო იოსებ, გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. მივესალმები ყველა თქვენს განზრახვას საქართველოს რაგბის კავშირის ეფექტური მმართველობის უზრუნველყოფის კუთხით, რომელიც თქვენ დააფიქსირეთ! მსოფლიო რაგბი მხარს დაგიჭერთ ამ წამოწყებაში!

გვსურს, რომ უახლოეს დროში დავგეგმოთ შეხვედრა თქვენთან და გუნდთან, რათა გადავწყვიტოთ არსებული პრობლემები და ვიზრუნოთ საქართველოში რაგბის ზრდისა და განვითარების პროცესის გაგრძელებაზე! ასევე მოუთმენლად ველით თქვენთან პირადად შეხვედრას“, – განაცხადა მსოფლიო რაგბის პრეზიდენტმა, ბილ ბომონტმა.

„ბატონო იოსებ, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას. საქართველოს რაგბის კავშირი რაგბი ევროპის უმნიშვნელოვანესი წევრია და ჩვენ უდიდესი ყურადღებით ვადევნებდით თვალყურს საარჩევნო პროცესს. ამ გაურკვევლობის პერიოდის შემდეგ, მოუთმენლად ველით თქვენთან ნორმალური თანამაშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობას. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ჩვენს ყურადღებას. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მოახერხებთ ქართული სარაგბო თემის ყველა წევრის ერთ გუნდად შეკვრას და ერთიანი ძალებით თქვენ ქართულ  რაგბს ახალ საფეხურზე აიყვანთ.

რაგბი ევროპის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევას და მოუთმენლად ველი ახლო მომავალში თქვენთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობას“, – განაცხადა რაგბი ევროპის პრეზიდენტმა, ოქტავიან მორარიუმ.

წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი.

The post მსოფლიო რაგბმა და რაგბი ევროპამ იოსებ ტყემალაძეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share