Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 საქართველოსთან მატჩამდე შვედებს სამი მოთამაშე დააკლდათ – კაპიტან გრანკვისტს სებასტიან ლარსონი შეცვლის. მსგავსი: ევრო 2020 | შვედეთის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT ხვალ, 25 მარტს, შვედეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში უმასპინძლებს. ანდრეა გრანკვისტი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ თავდამსხმელი არ ითამაშებს. „ჰელსინბორგის“ 35 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია – მას საზარდულის ტრავმა აწუხებს. ამიტომ, ხვალინდელი მატჩის წინ დაისვა კითხვა: მის არყოფნაში კაპიტნის სამკლავურით ნაკრებს მოედანზე ვინ გაიყვანდა. პასუხი დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა განაცხადა – ეს იქნება სტოკჰოლმის აიკ-ის 35 წლის კაპიტანი, „არსენალის“ ყოფილი ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 125 მატჩი აქვს ჩატარებული. „ადრეც მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ნაკრების კაპიტანი. ეს არის ის, რითიც ამაყობ და ძალიან კარგად გრძნობ თავს“, – თქვა ნახევარმცველმა პრესკონფერენციაზე. ხვალინდელ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ ანდრეას გრანკვისტის გარდა, საქართველოსთან კიდევ ორი ფეხბურთელი არ ითამაშებს – თავდამსხმელი მარკუს ბერგი (კრასნოდარი) და მცველი იოაკიმ ნილსონი (ბილეფელდის არმინია). შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ. The post საქართველოსთან მატჩამდე შვედებს სამი მოთამაშე დააკლდათ – კაპიტან გრანკვისტს სებასტიან ლარსონი შეცვლის #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა