Jump to content
×
×
  • Create New...

საქართველოსთან მატჩამდე შვედებს სამი მოთამაშე დააკლდათ – კაპიტან გრანკვისტს სებასტიან ლარსონი შეცვლის #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საქართველოსთან მატჩამდე შვედებს სამი მოთამაშე დააკლდათ – კაპიტან გრანკვისტს სებასტიან ლარსონი შეცვლის. 

ხვალ, 25 მარტს, შვედეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში უმასპინძლებს. ანდრეა გრანკვისტი არის ერთ-ერთი მათგანი, ვინც ნაკრებში გამოიძახეს, მაგრამ თავდამსხმელი არ ითამაშებს. „ჰელსინბორგის“ 35 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია – მას საზარდულის ტრავმა აწუხებს.

ამიტომ, ხვალინდელი მატჩის წინ დაისვა კითხვა: მის არყოფნაში კაპიტნის სამკლავურით ნაკრებს მოედანზე ვინ გაიყვანდა. პასუხი დღეს გამართული ვარჯიშის შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა განაცხადა – ეს იქნება სტოკჰოლმის აიკ-ის 35 წლის კაპიტანი, „არსენალის“ ყოფილი ნახევარმცველი სებასტიან ლარსონი, რომელსაც ეროვნულ გუნდში 125 მატჩი აქვს ჩატარებული.

„ადრეც მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ნაკრების კაპიტანი. ეს არის ის, რითიც ამაყობ და ძალიან კარგად გრძნობ თავს“, – თქვა ნახევარმცველმა პრესკონფერენციაზე.

ხვალინდელ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ ანდრეას გრანკვისტის გარდა, საქართველოსთან კიდევ ორი ფეხბურთელი არ ითამაშებს – თავდამსხმელი მარკუს ბერგი (კრასნოდარი) და მცველი იოაკიმ ნილსონი (ბილეფელდის არმინია).

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.

The post საქართველოსთან მატჩამდე შვედებს სამი მოთამაშე დააკლდათ – კაპიტან გრანკვისტს სებასტიან ლარსონი შეცვლის #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share