Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ექვსი წლითა და რვა თვით ჩამოაშორეს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც ფეხბურთს უკავშირდება. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის ეთიკის დამოუკიდებელი კომიტეტის სასამართლო პალატა იმ აზრამდე მივიდა, რომ ბლატერი და ორგანიზაციის ყოფილი გენერალური მდივანი ჟერომ ვალკე დამნაშავეები არიან ეთიკის კოდექსის სხვადასხვა დარღვევაში. ორივეს დაუწესეს ჯარიმა ერთი მილიონი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით, – იტყობინება ფიფა-ს ოფიციალური ვებგვერდი. ბლატერი და ვალკე ფინანსურ მაქინაციებში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ბლატერისა და ვალკეს მიმართ უკვე დაწესებული იყო სანქციები ფეხბურთში მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ახალი სანქციები ძალაში შევა ძველის ამოწურვის შემდეგ: ბლატერის შემთხვევაში ეს არის 2021 წლის 8 ოქტომბერი და ვალკეს შემთხვევაში – 2025 წლის 8 ოქტომბერი. ბლატერი უკვე გამოეხმაურა ამ გადაწყვეტილებას. მას მიაჩნია, რომ ფიფა-ს ეთიკის კომიტეტი არ იყო დამოუკიდებელი ამ ვერდიქტის გამოტანისას. „ეს მტკივნეული და გაუგებარი დარტყმაა. დღეს ეთიკის კომიტეტს არაფერი აქვს საერთო დამოუკიდებლობასთან“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა. ბლატერი 85 წლისაა. ის ფიფა-ს 1998-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. The post ფიფა-ს ყოფილი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ფეხბურთს ექვსი წლით ჩამოაშორეს #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა