Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის შესახებ ილაპარაკა. მსგავსი: საქართველოსთან მატჩამდე შვედებს სამი მოთამაშე დააკლდათ - კაპიტან გრანკვისტს სებასტიან ლარსონი შეცვლის #1TVSPORT „ამ გუნდში არაერთი ტექნიკურად ინდივიდუალური ფეხბურთელია, რომლებიც შეტევაში თამაშობენ. მათ დიდ შედეგებს ვერ მიაღწიეს და ერთა ლიგის მეშვეობით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხეს. ეს არის ჩვენზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდი, მაგრამ მათ უდიდესი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. მოდით ვნახოთ, რა იქნება ხვალ. როგორც ყოველთვის, მეტოქის თამაშები ვნახეთ და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების შესახებ შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ შვედებს ვერ დაეხმარებიან გუნდის კაპიტანი ანდრეას გრანკვისტი (ჰელსინბორგი), თავდამსხმელი მარკუს ბერგი (კრასნოდარი) და ცენტრალური მცველი იოაკიმ ნილსონი (ბილეფელდის არმინია). შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ. The post შვედეთის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა