Jump to content
×
×
  • Create New...

შვედეთის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და მეტოქის შესახებ ილაპარაკა. 

„ამ გუნდში არაერთი ტექნიკურად ინდივიდუალური ფეხბურთელია, რომლებიც შეტევაში თამაშობენ. მათ დიდ შედეგებს ვერ მიაღწიეს და ერთა ლიგის მეშვეობით ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ვერ მოახერხეს. ეს არის ჩვენზე დაბალი რეიტინგის მქონე გუნდი, მაგრამ მათ უდიდესი პატივისცემით უნდა მოვეპყროთ. მოდით ვნახოთ, რა იქნება ხვალ. როგორც ყოველთვის, მეტოქის თამაშები ვნახეთ და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების შესახებ შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ხვალინდელ მატჩში საქართველოს წინააღმდეგ შვედებს ვერ დაეხმარებიან გუნდის კაპიტანი ანდრეას გრანკვისტი (ჰელსინბორგი), თავდამსხმელი მარკუს ბერგი (კრასნოდარი) და ცენტრალური მცველი იოაკიმ ნილსონი (ბილეფელდის არმინია).

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.

The post შვედეთის ნაკრების მწვრთნელი – საქართველოს დაბალი რეიტინგი აქვს, მაგრამ პატივისცემით უნდა მოვეპყროთ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   91 all people including: 1 წევრი, 1 ანონიმური, 89 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • Googlebot(3)
    • YandexBot(1)
    • Chrome(4)
    • Seth