Jump to content
×
×
  • Create New...

ისტორია | როდის იყო საქართველოს ნაკრები ყველაზე ახლოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან [ვიდეო] #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 25 მარტს ჩაერთვება. საქართველოსთვის ეს რიგით მეშვიდე მსოფლიო შესარჩევი იქნება. ჩვენმა გუნდმა ამ ეტაპის დაძლევა აქამდე ვერ მოახერხა.

 

1616599010-1998.jpg

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნაკრებს მუნდიალზე მოხვედრის პირველი მცდელობა 1996-97 წლებში ჰქონდა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი ნაკრები შესარჩევში იტალიასთან შეხვედრით ჩაერთო, რავანელის გოლით იტალიელებმა 1:0 მოიგეს.

პირველი გამარჯვება საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოლდოვის წინააღმდეგ მოიპოვა და გოლების გატანა შოთა არველაძემ და გიორგი ქინქლაძემ მოახერხეს. საბოლოოდ ჩივაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა ჯგუფში 10 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ამ ჯგუფში ჩვენი მეტოქეები ინგლისი, იტალია, პოლონეთი და მოლდოვა იყვნენ.

 

1616599246-2002.jpg

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან გამარჯვებით დაიწყო. ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა ქეცბაიამ, თითო გოლი კი ქინქლაძემ და აჩი არველაძემ გაიტანეს.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ერთდროულად დათო ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ. თუმცა ზედიზედ ოთხი წაგებული შეხვედრის შემდეგ ქართველებმა ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგეს.

საბოლოოდ კი სამი გამარჯვებისა და რუმინეთთან ფრის შემდეგ საქართველომ კვლავ 10 ქულა მოიპოვა და ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. ეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ჩვენი მეტოქეები იტალია, რუმინეთი, უნგრეთი და ლიეტუვა იყვნენ.

 

1616599420-2006.jpg

გერმანიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს საქართველოს ეროვნული ნაკრები დიდი იმედებით შეხვდა, „ჯვაროსნებს“ ფრანგი სპეციალისტი ალენ ჟირესი წვრთნიდა, მაგრამ თურქეთთან საკმაოდ დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ ის პოსტიდან გაანთავისუფლეს.

საქართველომ 7-გუნდიან ჯგუფში ბოლოსწინა, მეექვსე ადგილი დაიკავა. ჯვაროსნების ანგარიშზე 12 შეხვედრაში მხოლოდ ორი გამარჯვება, ოთხი ფრე და ექვსი მარცხი იყო. აღსანიშნავია, რომ პირველ შეხვედრაში ალბანეთთან გამარჯვების შემდეგ ვერავინ წარმოიდგენდა საქართველოს ნაკრებისგან ასეთ ცუდ შედეგს, მაგრამ რეალობა სხვა იყო. ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები დანიასთან ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით 1:6 დამარცხდა.

 

1616599604-2010.jpg

2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევის წინ საქართველოს ეროვნული გუნდი არგენტინელმა ჰექტორ რაულ კუპერმა ჩაიბარა. გამოცდილი მწვრთნელის ხელში ნაკრებში გაახალგაზრდავების პროცესი დაიწყო, თუმცა მოლოდინი ვერც ამ შემთხვევაში გაამართლა და საკვალიფიკაციო ეტაპი ბოლო, მეექვსე ადგილზე დაასრულა.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ამ ჯგუფში იტალია, ჩრდილოებთ ირლანდია, ბულგარეთი, კვიპროსი და მონტენეგრო იყვნენ. ათ შეხვედრაში 0 გამარჯვებითა და 3 ფრით კუპერის გუნდმა საქართველოს ისტორიაში მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

 

1616599769-2014.jpg

2014 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს თემურ ქეცბაია ხელმძღვანელობდა. ხორვატიასთან გამარჯვებისა და ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ არავის წარმოედგინა, რომ მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგებას მოვახერხებდით. ქეცბაიას გუნდმა ჯგუფში ბოლოსწინა მეხუთე ადგილი დაიკავა. ჯვაროსნებმა რვა შეხვედრაში მხოლოდ სამი გოლი გაიტანეს, რაც დადებით შედეგად ნამდვილად ვერ ჩაითვლებოდა.

 

1616599918-2018.jpg

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე საქართველოს ნაკრები ვლადიმერ ვაისმა გაიყვანა. იგი „ჯვაროსნებს“ ამ შესარჩევის წინ ჩაუდგა სათავეში და ესპანეთთან ამხანაგურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარი მისი ნაკრებისგან საუკეთესო შედეგს ელოდა. თუმცა ხარისხიანი თამაშის მიუხედავად ქართველებმა გამარჯვების მოპოვება ვერ მოახერხეს და ხუთი ფრით ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავეს.

სერბეთი, ირლანდია, უელსი, ავსტრია, მოლდოვა – ასეთი იყო ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საბოლოოდ 56 შეხვედრა გამართა, საიდანაც 9 მატჩი მოიგო, 16 ფრედ დაასრულა და 31 წააგო. ბურთების შეფარდება – 51:89.

ნაკრების მაისურით მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპებზე ყველაზე მეტი შეხვედრა ლევან კობიაშვილმა გამართა – 33. ხოლო ყველაზე მეტი გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა – 7.

ცოტნე შაორშაძე

The post ისტორია | როდის იყო საქართველოს ნაკრები ყველაზე ახლოს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share