Jump to content
×
×
  • Create New...

შვედებთან ახალი ფორმით ვითამაშებთ #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს 25 მარტს, სტოკჰოლმში დაუპირისპირდებიან.

წლის სადებიუტო მატჩს „ჯვაროსნები“ ახალი ფორმით ჩაატარებენ, – ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი მოკლე სტატუსით ავრცელებს – „ჩვენი ახალი სათამაშო ფორმა“.

საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც წინა შესარჩევ ციკლში, კვლავ გერმანული სპორტული ბრენდის, „ადიდასის“ ფორმით ითამაშებს, მაგრამ განსხვავებული დიზაინის მაისურები და ფორმები იქნება.

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.

The post შვედებთან ახალი ფორმით ვითამაშებთ #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share