Guest Merlin Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 BCAA შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს – ლეიცინს, იზოლეიცინსა და ვალინს. ამ ამინომჟავების ბუნებრივად გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია ამიტომ მათი მიღება შესაძლებელია მხოლოდ დანამატის სახით. ის გხვდება როგორც ფხვნილის, ასევე აბების სახით. რა ფორმით მიიღებთ მას, მნიშვნელობა არ აქვს. BCAA-ს მიღების ბენეფიტები წონის კლების პროცესში BCAA-ს მიღება ეხმარება ორგანიზმს წონის კლებაში კუნთოვანი მასის დაკარგვის გარეშე. ხელს უწყობს მშრალი კუნთოვანი მასის ჩამოყალიბებას ამცირებს შაქრის მიღების სურვილს BCAA-ს მიღებით შეგიძლიათ დაარეგულიროთ სისხლში გლუკოზისა და შაქრის დონე. ღვიძლი გამუდმებით ათავისუფლებს BCAA-ს, რომელიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას, მართვას და ამცირებს შაქრის დონის სწრაფ ცვალებადობას. ეს გეხმარებათ დათრგუნოთ ტკბილი საკვების მიღების მოთხოვნილება. BCAA-ს მიღება გეხმარებათ ივარჯიშოთ ხანგრძლივად და დაწვათ უფრო მეტი ცხიმი სისხლში შაქრის დონის დარეგულირებით, სხეულს შეუძლია დიდი ხნის განვამლობაში შეინარჩუნოს გამძლეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეძლებთ უფრო დიდხანს და პროდუქტიულად ვარჯიშს, დაწვავთ მეტ ცხიმს და წონის კლების პროცესსაც ხელს შეუწყობთ. BCAA ასევე ამცირებს სეროტონინის დონეს, რაც ხელს უწყობს ტვინის სიფხიზლეს და ორგანიზმის მუდმივ მზადყოფნას. ამცირებს კუნთების ტკივილს, რაც ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტს ივარჯიშებთ თუ ხშირად გტკივათ კუნთები ვარჯიშიდან 2-3 დღის განმავლობაში, შესაძლებელია თქვენთვის რთული აღმოჩნდეს ისევ სავარჯიშო დარბაზში დაბრუნება. კვლევებით დადასტურებულია, რომ BCCA-ს მიღება ამცირებს კუნთების ტკივილს და სწრაფად აღადგენს მათ. მისი მიღება ვარჯიშის შემდეგაც შესაძლებელია, ეს დააჩქარებს კუნთოვანი ქსოვილების აღდგენის პროცესს და შეამცირებს ტკივილს. გეხმარებათ მშრალი კუნთოვანი მასის შექმნასა და ცხიმის დაწვაში ვარჯიშის შემდეგ, კუნთოვან ქსოვილებს აუცილებლად სჭირდება აღდგენა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ცილების სინთეზი. BCCA-ს მიღება უზრუნველყოფს ცილების სინთეზისთვის საჭირო ამინომჟავებით ორგანიზმის მომარაგებას. BCAA-ს მიღება ამცირებს ცხიმის რაოდენობას და აჩქარებს მეტაბოლიზმს, რაც ხელს უწყობს წონის კლებას. როგორ უნდა მიიღოთ BCAA რომ წონაში უფრო მარტივად დაიკლოთ? BCAA-ს მიღებას შეუთავსეთ აქტიური ფიზიკური დატვირთვა და შედეგს აუცილებლად მიიღებთ. BCAA-ს დახმარებით, თქვენ შეძლებთ მშრალი კუნთოვანი მასის გაზრდას და ზედმეტი ცხიმის მოშორებას. როდის უნდა მიიღოთ? BCAA-ს ვარჯიშამდე მიღება შეამცირებს კუნთების ტკივილს და დაღლილობას, მოგცემთ ენერგიას, რომ ივარჯიშოთ დიდხანს და პროდუქტიულად . დაღლილობის თავიდან ასაცილებლად, BCAA-ს ვარჯიშის დროს მიღება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ის გაძლევთ ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიას და სეროტონინის შემცირებით, მეტად ორიენტირებული ხართ ვარჯიშზე. თუ BCAA-ს ვარჯიშის შემდეგ მიიღებთ, ეს ხელს შეუწყობს კუნთოვანი მასის ზრდას და აღდგენის პროცესს. შეჯამება BCAA ეფექტური საკვებდანამატია, რომელიც ორგანიზმს აუცილებელი ამინომჟავებით ამარაგებს. მისი მიღება ორგანიზმს ეხმარება კუნთის მშრალი მასის ჩამოყალიბებაში, ამარაგებს ორგანიზმს საჭირო ენერგიით და ხელს უწყობს ცხიმების წვის პროცესს.წყარო: Myprotein.com The post როგორ გვეხმარება BCAA-ს მიღება წონის კლებაში? appeared first on Fit.Ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა