Jump to content
×
×
  • Create New...

საუკეთესო დანამატები კუნთოვანი მასის სწრაფად გასაზრდელად


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

კრეატინი

კრეატინი კუნთის უჯრედებში არსებული ბუნებრივი ნივთიერებაა, იგი წარმოადგენს უჯრედული ენერგიის ერთ-ერთ მთავარ წყაროს. როცა თვალს ახამხამებთ, საკვებს ღეჭავთ და სხვა რაიმე მოძრაობის შესრულება გსურთ, ეს კრეატინის დამსახურებაა – უფრო სწორად, კრეატინფოსფატის ენერგეტიკული სისტემის, რომელიც ორგანიზმს ენერგიით ამარაგებს

როგორც დანამატი, კრეატინი ცნობილია 1990 წლიდან და მაშ შემდეგ, უამრავი კვლევა ჩატარდა. კრეატინი უამრავი ფორმით გვხვდება, მაგრამ კვლევებით დადასტურდა, რომ კრეატინის მონოჰიდრატი ყველაზე ეფექტურია და ამავდროულად, იაფიც.

კრეატინის მიღების ბენეფიტები

· ზრდის მშრალ კუნთოვან მასას;
· აუმჯობესებს კუნთოვან ძალას;
· ამცირებს კუნთოვანი ქსოვილების დაზიანებას და ტკივილს;
· აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ვარჯიშის დროს;
· აუმჯობესებს ფიზიკურ აქტივობას მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს.

რეკომენდირებული მისაღები დოზა:

დასაშვებია 5 გრამის მიღება.

დაიმახსოვრეთ, რომ ნახევარი უნდა მიიღოთ ვარჯიშამდე, მეორე ნახევარი კი ვარჯიშის შემდეგ.

ბეტა-ალანინი

ბეტა-ალანინი არის აუცილებელი ამინომჟავებიდან ერთ-ერთი, რომელიც ორგანიზმში საკვები ნივთიერებებიდან ხვდება. ის მდიდარია ცილებით. ბეტა-ალანინი ზრდის კარნოზინის დონეს, რაც აძლიერებს კუნთების მუშაობას. დანამატის სახით, მისი მიღება 60%-ით ზრდის კარნოზინის დონეს.

ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის დროს, რადგან ამ დროს ჩვენი სხეული დიდი რაოდენობით წყალბადის იონებს აგროვებს, რაც იწვევს სისხლის pH დონის დაცემას. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დაღლილობა, შეამციროს კუნთების მოქმედება.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ ბეტა-ალანინი ბუფერული მოქმედება აქვს ამ იონების მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ამცირებს ამ იონების სისხლში მოხვდერის პროცესს, რაც ახანგრძლივებს ფიზიკურ აქტივობას.

ბეტა-ალანინის მიღების ბენეფიტები

· ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას;
· აუმჯობესებს ენერგიის წარმოებას;
· აუმჯობესებს კუნთოვანი ქსოვილების შექმნის პროცესს;
· გმატებთ გამძლეობას ინტენსიური ვარჯიშის დროს;
· ზრდის კრეატინის ეფექტურობას.

რეკომენდირებული დოზა: 4-6 გრამი დღიურად. მიიღეთ მცირე დოზებით მთელი დღის განმავლობაში.

ვეი პროტეინი (შრატის ცილა)

შრატის პროტეინი ამარაგებს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ცილით და ამინომჟავებით, რაც აჩქარებს ანაბოლურ პროცესებს.

შრატის ცილას ძირითადად იღებენ ვარჯიშის შემდეგ, ცილის სინთეზის გასაზრდელად და კუნთოვანი ქსოვილების სწრაფი აღდგენისთვის, თუმა მისი ვარჯიშამდე მიღებაც ერთნაირად ეფექტურია.

შრატის ცილის მიღების ბენეფიტები

· სხვა დანამატებისგან განსხვავებით, ორგანიზმი მარტივად იწოვს და ინელებს;
· ზრდის კუნთოვან მასას, განსაკუთრებით ვარჯიშის შემდეგ მიღებისას;
· ამცირებს შიმშილის შეგრძნებას და მისი მიღება განსაკუთრებით ეფექტურია, როცა დიეტაზე ხართ და მიღებულ კალორიებს აკონტროლებთ;
· შრატის ცილა ყველაზე მეტ ლეიცინს შეიცავს, სხვა პროტეინის დანამატებისგან განსხვავებით.
რეკომენდირებული დოზა:

დღიურად დასაშვებია 20-30 გრამის მიღება, როგორც ვარჯიშამდე, ისე ვარჯიშის შემდეგ.

BCCA (Branched-Chain Amino Acid)

BCAA შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს: ლეიცინს, იზოლეიცინსა და ვალინს. ამ ამინომჟავების ბუნებრივად გამომუშავება ორგანიზმს არ შეუძლია ამიტომ მათი მიღება შესაძლებელია მხოლოდ დანამატის სახით. ეს ამინომჟავები, ხელს უწყობენ ცილის სინთეზს და ეხმარებიან ორგანიზმს ცილის მეტაბოლიზმის დარეგულირებაში.

BCAA-ს მიღების ბენეფიტები:

· აჩქარებს ცილის სინთეზის პროცესს;
· ამცირებს კუნთოვანი ქსოვილების დაზიანების რისკს;
· ამცირებს კუნთების ტკივილს ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ;
· აუმჯობესებს გამძლეობას ფიზიკური აქტივობის დროს.

რეკომენდირებული დოზა:

დასაშვებია დღიურად 3-6 გრამამდე, ვარჯიშამდე ან ვარჯიშის დროს მიღება.

კოფეინი

ვარჯიშამდე მისაღები თითქმის ყველა საკვებდანამატი შეიცავს კოფეინს, რომელიც გეხმარებათ მიაწოდოთ ორგანიზმს საჭირო რაოდენობის ენერგია. კოფეინი ასევე ამცირებს დაღლილობას და ვარჯიშის შემდეგ კუნთების ტკივილსაც კი.

კოფეინის მიღების ბენეფიტები

· ზრდის მოტივაციას ვარჯიშისთვის;
· ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას;
· გმატებთ გამძლეობას.

რეკომენდირებული დოზა:

დადასტურებულია, რომ თითო კილოგრამზე დაახლოებით 1.36-2.5 მილიგრამამდე კოფეინი უნდა მიიღოთ.

წყარო: Bodybuilding.com

The post საუკეთესო დანამატები კუნთოვანი მასის სწრაფად გასაზრდელად appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share