Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 მსგავსი: ევრო 2020 | ესპანეთის ნაკრები - მიზანი, ისტორია, კალენდარი #1TVSPORT1992 წელს ევროპის ჩემპიონატი შვედეთში გაიმართა. მასპინძლები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც გერმანიასთან დამარცხდნენ და მედლებზე ფიქრს გამოემშვიდობნენ. ორი წლის შემდეგ, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც გამოჩნდა, რომ 90-იანი წლების დასაწყისში შვედებს ძალიან კარგი თაობა ჰყავდათ – მუნდიალზე მესამე ადგილი დაიკავეს. ნახევარფინალში მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ ბრაზილიასთან, მესამე ადგილისთვის მატჩი კი ბულგარეთს 4:0 მოუგეს. ბრულინის, დალინის, რაველისა და ანდერსონის თაობას ვერ შეედრება, მაგრამ შვედებს დღესაც ძლიერი გუნდი ჰყავთ. სწორედ მათთან ერთად მოხვდა საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში და ქართველ გულშემატკივარს ტრიბუნებიდან შეეძლება შვედების რეალური ძალის შეფასება. მწვრთნელი იანე ანდერსონი იანე ანდერსონი შვედეთის ნაკრების თავკაცად 1996 წელს დაინიშნა და 12-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე (2018). შვედებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ეტაპიც დამაჯერებლად გაიარეს (10 მატჩში 6 მოგება, 3 ფრე) და ევროპაზეც მაღალ მიზნებს ისახავენ. „ჯგუფში ესპანეთთან მოვხვდით. ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რთულად დასაძლევი ნაკრებია, თუმცა ბოლო შეხვედრებმაც გვიჩვენა, რომ მათთან წარმატებაზე ფიქრი შეიძლება“, – განაცხადა იანე ანდერსონმა. საკვანძო ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩიმსგავსი: იბრაჰიმოვიჩმა საქართველოსთან მატჩამდე პირობა დადო - შვედეთის ნაკრებში მხოლოდ მოსაგებად დავბრუნდი #1TVSPORT მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წინ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ნაკრებში დაბრუნება გადაწყვიტა. მის როლზე შვედეთის ნაკრებში მარტივი სტატისტიკაც მეტყველებს: რობინ ოლსენი მალმიოში დაბადებული მეკარე რობინ ოლსენი იტალიური „კალიარის“ საკუთრებაა, თუმცა განათხოვრების წესით პრემიერლიგის „ევერტონში“ თამაშობს. ოლსენს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ემილ ფორსბერგი შვედი ნახევარმცველი „ლაიფციგის“ წარმატების ერთ-ერთი გარანტია. იგი გუნდში მაშინ ჩაირიცხა, როდესაც მეორე ბუნდესლიგაში თამაშობდა და რამდენიმე წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია. ვის დავაკვირდეთ ალექსანდერ ისაკი შვედურ აიკ-ში გაზრდილი ალექსანდერ ისაკი ნაკრებში 17 წლისა გამოჩნდა. ამჟამად 21 წლისაა და გუნდის უცვლელი წევრია. ისაკი შვედეთიდან დორტმუნდის „ბორუსიაში“ აღმოჩნდა, ამჟამად კი „რეალ სოსიედადის“ ღირსებას იცავს. ისაკს შვედეთის ნაკრების შემადგენლობაში გამართულ 18 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. იცოდით? * შვედეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად 1992 წელს ითამაშა (მასპინძელი იყო). მას მერე მხოლოდ ერთი ევროპა გამოტოვა (1996). * 1992 წელს შვედეთმა ევროპის ჩემპიონატზე მოიგო ჯგუფური ეტაპი. გაასწრო საფრანგეთს, მომავალ ჩემპიონ დანიას და ინგლისს. 1/2 ფინალში გერმანიასთან დრამატულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. * ევროპის ჩემპიონატებზე შვედეთის ნაკრებს 25 გოლი აქვს გატანილი. აქედან ერთადერთი – ცაციათი. განსაკუთრებული მომენტები ევროპის ჩემპიონატებზე ჰენრიკ ლარსონმა სანაკრებო კარიერა 2004 წელს დაასრულა. ევრო 2004-ზე ბულგარეთის კარში გატანილი გოლი მისთვის ბოლო იყო ეროვნულ გუნდში. 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე, იტალიასთან (1:1) ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი გაიტანა. „რასუნდას“ სტადიონზე თომას ბროლინის გოლით შვედეთმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/03/1616596417-brulinis-goli.mp4 The post ევრო 2020 | შვედეთის ნაკრები – მიზანი, ისტორია, კალენდარი [ვიდეო] #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა