Guest Merlin Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 ქუთაისის უნივერსიტეტსა და პოლონეთის დაბროვა გორნიცას WSB საბანკო საქმის უმაღლეს უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობაზე, ისევე როგორც აკადემიური ინფორმაციის და მასალების ურთიერთგაზიარებაზე, ერთობლივი კონფერენციების, ვებინარების, კვლევითი აქტივობების და ტრენინგ-კურსების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე. მემორანდუმზე დაყრდნობით მხარეები 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში საერთაშორისო სტუდენტური მობილობის განხორციელებაზე შეთანხმდნენ. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა