Guest Georgia Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 NBA-ის მიმდინარე რეგულარული „ტორონტოსთვის“ საკმაოდ რთულად წარიმართა. გუნდი საშინაო მატჩებს კორონავირუსის პანდემიისა და კანადაში მოქმედი მკაცრი რეგულაციების გამო ტამპაში მართავს. გარდა ამისა, გუნდის წამყვან კალათბურთელებს ტრავმებმა მოსვენების საშუალება არ მისცა. მსგავსი: „ჰიუსტონმა“ 20-მატჩიანი წაგებათა სერია „ტორონტოსთან“ შეწყვიტა - NBA-ის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT „რეპტორსი“ ამჟამად აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზე იმყოფება და პლეი ოფის საგზურისთვის ცდილობს ბრძოლას. კვირას „ტორონტომ“ „კლივლენდთან“ 116:105 წააგო. კანადური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მეოთხე პერიოდში პასკალ სიაკამი სკამზე დასვა და პარკეტზე აღარ შეუყვანია. ნიკ ნერსმა განსხვავებული შემადგენლობით გადაწყვიტა მატჩის დასრულება. ჟურნალისტი შემს ჩარანია იუწყება, რომ თამაშის დასრულების შემდეგ სიაკამმა ნერსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის გამო გუნდმა სიაკამი 50 000 დოლარით დააჯარიმა. According to Raptors PR chief Jennifer Quinn, any issue between Nick Nurse and Pascal Siakam is “being discussed” and “no decisions have been made” concerning any discipline yet. — Doug Smith: Raptors (@SmithRaps) March 23, 2021 The post „ტორონტომ“ პასკალ სიაკამი მწვრთნელის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 50 000 დოლარით დააჯარიმა #1TVSPORT appeared first on 1TV. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა