Jump to content
×
×
  • Create New...

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე, გეგმის მიხედვით, სამხრეთ აფრიკაში გაიმართება #1TVSPORT


Guest Georgia
 Share

Recommended Posts

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების საზაფხულო ტურნე თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.

კორონავირუსის გამო ორგანიზატორები ბევრ სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ – მათ შორის ტურნეს ინგლისში და ავსტრალიაში გამართვას, მაგრამ ხანგრძლივი შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შედეგად, „ლომების“ საბჭომ დაადასტურა, რომ ივლისში და აგვისტოში გასამართი ღონისძიება ადგილობრივი კავშირის სრული მხარდაჭერთ, სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.

ლაიონსი“, რომლის მთავარი მწვრთნელიც ახალ ზელანდიელი ვორენ გეთლენდია, „ქურციკებთანტესტ მატჩებს იოჰანესბურგში 24 ივლისსა და 7 აგვისტოს გამართავს, ხოლო 31 ივლისს კი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ქეიფთაუნში დაუპირისპირდება.

ჯერჯერობით არ გარკვეულა, მიიღებენ თუ არა გულშემატკივრები მატჩებზე დასწრების უფლებას, თუმცა, როგორც საორგანიზაციო კომიტეტი აცხადებს, ეს ინფორმაციაც უახლოეს მომავალში გახდება საჯარო.

The post ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნე, გეგმის მიხედვით, სამხრეთ აფრიკაში გაიმართება #1TVSPORT appeared first on 1TV.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share

  • Who's Online   209 all people including: 1 წევრი, 0 ანონიმური, 208 ვიზიტორი სრულად ნახვა

    • YandexBot(25)
    • Chrome(12)
    • Googlebot(3)
    • Facebookexternalhit(1)
    • ASIA