Guest Merlin Posted 24 მარტი, 2021 Posted 24 მარტი, 2021 ქართველი რეჟისორის, ქეთი მაჭავარიანის, ახალი, დოკუმენტური ფილმის, “მზიურის” ჩვენება კანადურ კინოფესტივალზე Hot Docs გაიმართება. Hot Docs ჩრდილოეთ ამერიკის ერთერთი ყველაზე დიდი და პრესტიჟული დოკუმენტური კინოფესტივალია, რომელსაც თითქმის 30-წლიანი ისტორია აქვს. წლევანდელი ფესტივალი მიმდინარე წლის 29 აპრილს დაიწყება და 9 მაისს დასრულდება. 2021 წლის ფესტივალზე 66 ქვეყნიდან 219 ნამუშევარია წარდგენილი. ფილმის მთავარი გმირი ქალია, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში სოციალოგიური კვლევის ფარგლებში სახლებს სტუმრობს. “მზიური” მაყურებელს საშუალებას აძლევს, თბილისის ბინებში “შევიდეს” და ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანების, საინტერესო ცხოვრება ნახოს”. – ამბობს რეჟისორი. გასულ წელს “მზიური” CineDoc Tbilisi-ს და Paris DOC-ის მონაწილე იყო, ასევე ბელგრადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ინდუსტრიული პროგრამის (Beldocs in Progress) ჯილდო მოიპოვა. The post ქეთი მაჭავარიანის ახალი ფილმის ჩვენება Hot Docs ფესტივალზე გაიმართება appeared first on filmmaker.ge. Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Please sign in to comment
You will be able to leave a comment after signing in
შესვლა