Jump to content
×
×
  • Create New...

9 ჯანსაღი შრატის ცილის რეცეპტი


Guest Merlin
 Share

Recommended Posts

1.პროტეინის სმუზი

პროტეინის სმუზის მოსამზადებლად დაგჭირდებათ არაქისის კარაქი, შრატის ცილა ვანილის ნაყინის არომატით. საბოლოოდ ძალიან გემრიელი და ნოყიერი სმუზი გამოდის, რომელიც ამავდროულად მდიდარია სასარგებლო ნუტრიენტებით.

2.დილის სმუზი

დილის სმუზის დასამზადებლად დაგჭირდებათ შრატის ცილის ფხვნილი, არაქისის კარაქი, ნუშის რძე და მარწყვი (ან ნებისმიერი კენკრა). სმუზი მდიდარია პროტეინებით, ჯანსაღი ცხიმებით.

3.არაქისის კარაქი – ნუშის და ქოქოსის რძე

ქოქოსის და ნუშის რძის კომბინაცია ქმნის აბრეშუმისებრ გლუვ სითხეს, ხოლო არაქისი კარაქის დამატება ანიჭებს მას დამატებით გემოს და სიტკბოს.
არაქისის კარაქი და ქოქოსის რძე შეიცავს ცხიმს, რაც კიდევ უფრო ნოყიერს ხდის სასმელს. შრატის ცილასთან ერთად, ამ სითხის მიღება საუკეთესო საშუალებაა ორგანიზმის ჯანსაღი ნუტრიენტებით მომარაგებისთვის.

4.ნუშის კარაქისა და შრატის ცილის ფანქეიქი

პროტეინის ფანქეიები მდიდარია პროტეინით და არ შეიცავს ზედმეტ ნახშირყწლებს. მოსამზადებლად დაგჭირდებათ კვერცხის ცილა, ნუშის კარაქი და შრატის ცილის ფხვნილი.

5.შეიკი საუზმისთვის

დილით აუცილებლად გჭირდებათ სასარგებლო ნივთიერებებით მდიდარი საკვების მიღება, ეს შეიკი კი ნამდვილად მდიდარია ჯანსაღი ნუტრიენტებით. მოსამზადებლად დაგჭირდებათ არაქისის კარაქი, კენკრა, შვრია.

6.ბანანის ფანქეიქები

მოსამზადებლად დაგჭირდებათ ბანანი და ვანილის არომატის შრატის ცილა. საკმაოდ ნოყიერი და გემრიელი საუზმეა, რაც მთავარია ჯანსაღია და შეიცავს ნაკლებ ნახშირწყალს და კალორიებს.

7.გოგრის პროტეინ ბარი

გოგრის პროტეინ ბარი უფრო ნამცხვარს გავს, ვიდრე პროტეინ ბარს, მაგრამ ფქვილის ნაცვლად იყენებთ შრატის ცილის ფხვნილს, კარაქის ნაცვლად ვაშლის სოუს. სწორედ ეს ხდის მას ჯანსაღს, შეიცავს ნაკლებს კალორიას და მდიდარია ცილით.

8.პროტეინებით მდიდარი ფრანგული ტოსტი

თუ შეიკებისგან და სმუზებიგსან განსხვავებულ საუზმეს ეძებთ, მაშინ ეს რეცეპტი თქვენთვისაა. მარცვლეულისგან დამზადებული პური ბუნებრივ ინგრედიენტებს შეიცავს და სხვა პურებთან შედარებით, დაბალკალორიულია და დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს. ცილის ფხვნილი და დარიჩინი ამ რეცეპტს ისეთივე ავთენტურ გემოს სძენს, როგორც ჩვეულებრივი რეცეპტით მომზადებულ ფრანგულ ტოსტს.

9.მოკა-კაპუჩინოს დარიჩინის ბრაუნი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ მოკა-კაპუჩინოს ცილის ფხვნილი, კვერცხი, უცხიმო კრემყველი, დარიჩინი სურვილისამებრ. მიიღებთ ძალიან გემრიელ დესერტს, რომელიც მდიდარია სასარგებლო ნუტრიენტებით და ნაკლებ კალოარიას შეიცავს.

წყარო: Bodybuilding.com

The post 9 ჯანსაღი შრატის ცილის რეცეპტი appeared first on Fit.Ge.

Share on other sites

Please sign in to comment

You will be able to leave a comment after signing in



შესვლა
 Share